• რეკლამა
  • კონტაქტი
08:59, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კიბოს წამალი 100%-იანი ეფექტით? – რა ღირს და კონკრეტულად რომელი ტიპის სიმსივნის წინააღმდეგაა მიმართული ?

ალია ავტორი - ალია
15:41 06-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,326

მრა­ვა­ლი წე­ლია მეც­ნი­ე­რე­ბი კი­ბოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეფექ­ტი­ა­ნი წამ­ლის შექ­მნას ცდი­ლო­ბენ, მაგ­რამ აქამ­დე არ­ცერთ მე­დი­კა­მენტს არ ჰქო­ნია 100%-იანი შე­დე­გი. ახლა კი, New England Journal of Medicine-ში 5 ივ­ნისს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ უკვე არ­სე­ბობს იმუ­ნო­თე­რა­პი­უ­ლი წა­მა­ლი, რო­მელ­მაც 100%-იანი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი იმე­დი გა­უ­ჩი­ნა, რომ მალე შე­საძ­ლოა, კი­ბოს სრუ­ლი პრე­ვენ­ცია გახ­დეს შე­საძ­ლე­ბე­ლი.

  • რა აჩ­ვე­ნა კვლე­ვამ?

ნაშ­რო­მის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ ნიუ იორ­კის კვლე­ვით ცენ­ტრ Memorial Sloan Kettering-ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მცი­რე კლი­ნი­კუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტის თა­ნახ­მად, იმუ­ნო­თე­რა­პი­ულ მკურ­ნა­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის ორ­გა­ნიზ­მში სიმ­სივ­ნე გაქ­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კვლე­ვა­ში ჩარ­თულ ყვე­ლა ონ­კო­პა­ცი­ენტს ჰქონ­და სწო­რი ნაწ­ლა­ვის კიბო, იშ­ვი­ა­თი მუ­ტა­ცი­ით, თუმ­ცა ად­რე­ულ სტა­დი­ა­ში.

ექ­სპე­რი­მენ­ტში 16 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბი ექი­მებ­თან ერ­თად

 

პა­ცი­ენ­ტებს ჩა­უ­ტარ­დათ მკურ­ნა­ლო­ბის 6-თვი­ა­ნი კურ­სი იმუ­ნო­თე­რა­პი­უ­ლი წამ­ლით, სა­ხე­ლად – დოს­ტარ­ლი­მა­ბი, რომ­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლიც არის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია – GlaxoSmithKline.

ნაშ­რო­მის მი­ხედ­ვით, პა­ცი­ენ­ტე­ბის გან­კურ­ნე­ბი­დან ექ­ვსი თვის გას­ვლის შემ­დეგ, არ­ცერ­თი მათ­გა­ნის ორ­გა­ნიზ­მში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბი, თუმ­ცა რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, მათ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ არ­ცერთ პა­ცი­ენ­ტში არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გვერ­დი­თი ეფექ­ტი გარ­და დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბი­სა და მცი­რე გა­მო­ნა­ყა­რი­სა. მკვლევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს, რო­გო­რი­ცაა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, ქი­მი­ო­თე­რა­პია თან ახ­ლავს არა­ერ­თი გვერ­დი­თი ეფექ­ტი.

“ოპე­რა­ცი­ას, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას მუდ­მი­ვად აქვს გვერ­დი­თი ეფექ­ტი, გავ­ლე­ნა ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­ზე, სექ­სუ­ა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, ნაწ­ლა­ვე­ბი­სა და შარ­დის ბუშ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე“, – ამ­ბობს ექი­მი ან­დრეა სერ­ჩე­კი.

  • რა ღირს იმუ­ნო­თე­რა­პი­უ­ლი წა­მა­ლი და რო­გორ მოქ­მე­დებს ის?

რო­გორც გა­მო­ცე­მა The Times-ი წერს, წამ­ლის ერთი დოზა და­ახ­ლო­ე­ბით 11 000 დო­ლა­რი ღირს. ის პა­ცი­ენ­ტმა უნდა მი­ი­ღოს ყო­ველ სამ კვი­რა­ში, ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. წა­მა­ლი მოქ­მე­დებს იმგვა­რად, რომ გა­მო­ავ­ლი­ნოს კი­ბოს უჯრე­დე­ბი, რათა იმუ­ნურ­მა სის­ტე­მამ მარ­ტი­ვად შეძ­ლოს მისი ამოც­ნო­ბა და გა­ნად­გუ­რე­ბა.

  • შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი

მე­დი­კო­სე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ ახლა სა­ჭი­როა უფრო მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, რათა სუ­რა­თი უფრო მკა­ფიო გახ­დეს. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მცი­რე კვლე­ვა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ იმ პა­ცი­ენ­ტებ­ზე, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ ნაწ­ლა­ვის იშ­ვი­ა­თი გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით გა­მოვ­ლე­ნი­ლი სიმ­სივ­ნე, მაგ­რამ მათი ნა­წი­ლის თქმით, ასეთ პა­ცი­ენ­ტებ­ში კი­ბოს სრუ­ლი რე­მი­სია არის ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი სიგ­ნა­ლი.

  • ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტის კი­ბოს ცენ­ტრის ექი­მი, ჰანა სა­ნო­ფი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი არ ყო­ფი­ლა, ამ­ბობს, რომ ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს, თუმ­ცა სა­უ­ბა­რი ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის გან­კურ­ნე­ბა­ზე ნა­ად­რე­ვად მი­აჩ­ნია, რად­გა­ნაც თვლის, რომ ჯერ კი­დევ საკ­მაო დროა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ექ­სპე­რი­მენ­ტში ჩარ­თუ­ლი ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის სრულ გან­კურ­ნე­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ. ის მი­იჩ­ნევს, რომ ამ ეტაპ­ზე 100%-იანი სი­ზუს­ტით თქმა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თლაც გა­ნი­კურ­ნენ, ნა­ად­რე­ვია.

ჰანა სა­ნო­ფის თქმით, სრუ­ლი და ზუს­ტი სუ­რა­თის­თვის გარ­და უფრო ფარ­თო კვლე­ვი­სა, ასე­ვე სა­ჭი­როა ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე ხან­გრძლი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბა და ეტა­პობ­რი­ვად მათ­თვის სხვა­დას­ხვა გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა.

ჰი­უს­ტო­ნის ონ­კო­ლო­გი­ის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი სკოტ კო­პეტ­სი კვლე­ვის შე­დეგს ამ სფე­რო­ში “სო­ლი­დურ წინსვლას” უწო­დებს და თვლის, რომ შე­საძ­ლოა, იმუ­ნო­თე­რა­პი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა ონ­კო­ლო­გი­ა­ში “თა­მა­შის შემ­ცვლე­ლი” იყოს.

ასე­ვე, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­გო­რი შე­დე­გი ექ­ნე­ბა იმუ­ნო­თე­რა­პი­ულ წა­მალს სხვა ტი­პის კი­ბოს პრე­ვენ­ცი­ის კუ­თხით და ეს სა­კი­თხიც მეც­ნი­ერ­თა შემ­დგო­მი კვლე­ვის სა­გა­ნია.

წყარო: ამბები.ჯი

თეგები: კვლევაკიბოს წამალიმედიცინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved