• რეკლამა
  • კონტაქტი
10:57, სამშაბათი, 20 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაქცინაციის წახალისების პროგრამები და თავად ვაქცინაცია არ შეწყდება, ახლა წახალისების სხვა ფორმები უნდა შემოვიტანოთ – გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
12:04 06-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
167

ვაქცინაციის წახალისების პროგრამები და თავად ვაქცინაცია არ შეწყდება. პირიქით, უნდა გაძლიერდეს, რამეთუ კორონავირუსის პანდემია არ დამთავრებულა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 44%-ია სრულად აცრილი, ქვეყანას კი მინიმუმ 70%-იანი აცრის მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს.

„პროგნოზით, შემოდგომაზე შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, ამიტომ იმუნური ფენა ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს. ჩვენ სულ ამაზე ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, შემცირებულია ყოველდღიური ვაქცინაციის რაოდენობა ქვეყანაში, მაგრამ ეს უნდა გავაძლიეროთ. კიდევ ვიწყებთ დიდ კამპანიას ბევრი დონორის დახმარებით, აქ არის: UNDP, მსოფლიო ბანკი, გაეროს ბავშვთა სააგენტო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, GIZ. ბევრი დონორის მხარდაჭერით ამ ზაფხულის განმავლობაში ჩატარდება დიდი კამპანია. კამპანიის ფარგლებში მივალთ ადამიანებთან და ავუხსნით ვაქცინის სარგებელს. დღეს, მოზრდილი მოსახლეობის 44%-ია სრულად აცრილი. ჩვენ სულ მცირე 70%-ზე უნდა ავიდეთ, რომ ზამთრისთვის იყო მშვიდად. რატომ ვერ შევძელით ამ მაჩვენებელზე ასვლა, ამას ერთი მიზეზი არ აქვს, ვერ შევძელით იმიტომ, რომ ალბათ, ცოტა კომუნიკაციაც დავაკელით, ცოტა მეტი უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს არის მეორე ფაქტორი – ჩემი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის ინერტულობა ამ თვალსაზრისით.

დღეის მდგომარეობით სრულად ვაქცინირებულია ექიმების 83%, არადა, 99% უნდა იყოს, რომ ხალხს ჩვენი მაგალითი ვაჩვენოთ. ამავე დროს, უნდა იყოს მეტად გაძლიერებული პირველადი ჯანდაცვა, რომ ყველა სოფლის ექიმს თავისთან მიმაგრებული ადამიანები აცრილი ჰყავდეს. რაც შეეხება წახალისების პროგრამას, მან პირველი ორი თვე იმუშავა, როდესაც თანხას ვუხდიდით 60 წლის ზემოთ მოსახლეობას, შემდგომ ისევ ქვემოთ წამოვიდა და მაისიდან შეწყდა. ახლა უკვე წახალისების სხვა ფორმები უნდა შემოვიტანოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს და ბუსტერდოზით აცრას, როგორც გამყრელიძე ამბობს, თუ ბუსტერდოზის გაკეთებიდან 4 თვე არის გასული, მეორე ბუსტერით უნდა აიცრან.

„აღნიშნულზე მინისტრის ბრძანებაც გამოიცა, სადაც წერია, რომ 50 წლის ზემოთ პირებისთვის რეკომენდებულია ყველა აიცრას, განსაკუთრებით კი ის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. ასევე, 18 წლიდან ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში პირები ექიმის რეკომენდაციით იცრებიან, ასევე თუ მათ აქვთ რაიმე დამადასტურებელი საბუთი, რომ ისინი რაიმე ქრონიკული დაავადების მატარებლები არიან“, – განაცხადა გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved