16 ივნისს ქუთაისში +27 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, სადაც დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმა იქნება ფოთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც იწვიმებს. დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
მესტიაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში წვიმა იქნება. დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +25, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
გორშიც მზიანი ამინდია, +27 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი.
გუდაურში იწვიმებს. დღისით +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +17, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +30 გრადუსია მოსალოდნელი, მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +37 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. აქ მზიან დღეს ვარაუდობენნ სინოპტიკოსები.
კომენტარები