281
საქართველომ, მოლდოვამ და ეკვადორმა „რამშტაინის ფორმატის “ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხები განიხილება. ამის შესახებ ბრიუსელში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკზა“ ავრცელებს.
რამშტაინის შეხვედრაში იმ ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა და შტაბების ხელმძღვანელებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც უკრაინას სამხედრო დახმარებას აწვდიან.
„რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრა უკვე მესამედ ტარდება. ბოლო შეხვედრაში უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემის საკითხი განიხილებოდა, კერძოდ არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების საკითხი.
კომენტარები