• რეკლამა
  • კონტაქტი
06:50, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რაც არ უნდა თქვას სალომე ზურაბიშვილმა, რომ ბიძინა აქ არაფერ შუაში არ არის, ამას არავინ დაიჯერებს“ – კახა მიქაია

ალია ავტორი - ალია
22:02 06-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
387

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია.

– ბატონო კახა,  ზურაბიშვილის გამოსვლაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით ის იყო,  რაც დასაწყისში თქვა – „ქართულ ოცნებას“ რომ დააბრალა, კარგად არ იმუშავეთ, თორემ ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში არ მოხვდებოდა, როგორც დასასანქცირებელი პერსონაო. ივანიშვილი დაიცვა და დაარტყა ხელისუფლებას, რომელსაც, ასევე,  არაკომპეტენტურობაც დააბრალა. ისევ ის ძველი ნარატივი გააჟღერა ზურაბიშვილმა, რასაც წლებია  ხალხს ეუბნებიან -ივანიშვილი კარგია, მაგრამ გარემოცვა არ უვარგაო. თქვენ რას იტყვით?

– ცოტა ფართო რაკურსით შევხედოთ პრეზიდენტის გამოსვლას. მესმის, თქვენ რასაც ამბობთ, შეიძლება ასეც დავინახოთ ზურაბიშვილის  გამოსვლა. თუმცა, მე  ამას არ მივიჩნევდი მის გამოსვლაში ყველაზე მნიშვნელოვნად. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ  სალომე ზურაბიშვილმა სწორი აქცენტები გააკეთა მთავარ საკითხზე -ჩვენს მომავალზე. მან არ დაინდო არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია. რა თქმა უნდა,  ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა დააკისრა, უფრო ნაკლები ოპოზიციას,  და ეს სწორია. დღეს მთავარია, ქართულმა საზოგადოებამ თვალნათლივ დაანახოს მსოფლიო საზოგადოებას, რომ ჩვენ არ გვქვს სხვა  ალტერნატივა და გვაქვს ერთადერთი გზა. ჩვენ საბოლოოდ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ბუნებრივ ნავსაყუდელს – ევროპას. ამ გზაზე ვინც ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს ხელს შეუშლის, ის იქნება ქართული ეროვნული  და სახელმწიფო  ინტერესების   მოღალატე! ამას ვამბობ პირდაპირ. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ბიძინა ივანიშვილს, ოპოზიციას და ხელისუფლებას, მათ თავიანთი პოლიტიკური შეუსაბამობები და ურთიერთპრეტენზიები მერე მოაგვარონ. ამ გადამწყვეტ მომენტში არ არის ურთიერთდაპირისპირების, ურთიერთქიშპისა და ნიშნის მოგებით საუბრის  დრო. დიახ, ევროსაბჭოს  რეზოლუცია უმძიმესია. თუმცა, ამ უმძიმესი რეზოლუციის შემდეგ, თავად ევროპა და ევროპარლამენტი გვიტოვებენ შანსს, რომ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის  სტატუსი. ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. მე ასე შევხედავდი სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს და არ მივანიჭებდი მაინც და მაინც დიდ მნიშვნელობას სხვა საკითხებს. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი.

– კი, ბატონო, დღეს მთავარია,  ევროკავშირის კანდიდატობა მივიღოთ, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ  საქართველოსთვის ამ სტატუსის მინიჭებას თავად ხელისუფლების წარმომადგენლები უშლიან ხელს თავიანთი ქმედებებით და განცხადებებით? ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერები არ დარჩათ გაულანძღავი და ეს ხალხი ბიძინა ივნიშვილის გარეშე ამას გააკეთებდა?

– რაც არ უნდა თქვას სალომე ზურაბიშვილმა, რომ ბიძინა აქ არაფერ შუაში არ არის, რომ ბიძინას წინააღმდეგ წავიდა „ქართული ოცნება“, ამას არავინ დაიჯერებს. ბიძინა ივანიშვილის გარეშე, „ქართული ოცნების“ ვერც ერთი წევრი, არათუ ნაბიჯს გადადგამს დამოუკიდებლად, ხმასაც ვერ ამოიღებს. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილის მცდელობა არსებულ სიტუაციაში ბიძინა ივანიშვილის გამართლებისა და მისი ინტერესების დაცვისა, ღიმილის მომგვრელია, თუმცა საქართველოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მე არ შევეცდებოდი აპელირებას პრეზიდენტის ამ გამონთქვამებისა და ისევ და ისევ ყურადღებას გავამახვილებდი მთავარ საკითხზე, ჩვენი სახელმწიფოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სატატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე. მითუმეტეს ზურაბიშვილმა ამასწინათ ბრიუსელიდან ჩართვის დროს ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი არ უნდა გადავაყოლოთ არც მიხეილ სააკაშვილს არც ნიკა გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს.  ერთი სიტყვით, მინდა ვთქვა, რომ მის გამოსვლაში მთავარი იყო მოწოდება ერთიანობისკენ, რათა არ დავკარგოთ ის შანსი, რაც გაგვაჩნია. მითუმეტეს, ამ შანსის გაჩენაში ლომის წილი მიუძღვის უკრაინას. უმჯობესია ყოველივე ეს გავათვითცნობიეროთ და მადლიერება გამოვხატოთ უკრაინის მიმართ, პატივი მივაგოთ მათ თავგანწირულ ბრძოლას რუსული ფაშიზმის წინააღმდეგ. მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტ ზალენსკის და ჩვენი წინააღმდეგობისა და კრიტიკის საგნად გავხადოთ მხოლოდ რუსული ურდო, რომელიც არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ცივილიზებულ კაცობრიობას ემუქრება.

 

თეგები: კახა მიქაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved