• რეკლამა
  • კონტაქტი
07:51, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამიტომაც არ შეიწყალებდა ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას… პირიქით, ამას გამოიყენებს“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
20:38 06-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,269

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე.

 

– სალომე ზურაბიშვილმა განაცხდა, ნიკა გვარამიას დაჭერა დროში არ იყო გამართლებული, რადგან ამან ხელი შეუშალა ევროკავშირის კანდიდატის მიღების პროცესსო, მაგრამ გვარამია არ შეიწყალა. საერთოდ, რატომ ახსენა გვარამია? ისე,  ბევრი კი ელოდებოდა, რომ ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებდა. თქვენ რას ფიქრობდით?

– ზურაბიშვილმა თქვა, რომ სასამართლოს მიერ ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილების გამოტანა ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ პოლიტიკაში დროულობა გასათვალისწინებელიაო. ეს  განცხადება  იყო კარგი. როდესაც რაღაცას ელოდები, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რაც საერთაშორისო  მასშტაბით გამაღიზიანებელია და არა მარტო პროცესს დააზიანებს, შედეგზეც დიდ გავლენეს მოახდენს, ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო. ზურაბიშვილი საკუთარ თავზე არ აიღებდა „ქართული ოცნების“ ამ შეცდომას  და არ შეიწყალებდა გვარამიას, ამას  არც ველოდი. პირიქით, ის შეეცდება გარკვეულწილად, გვარამიას საკითხი „ქართულ ოცნებას“ ძვირად დაუჯდეს. სხვის დაშვებულ შეცდომას ზურაბიშვილი არ გამოასწორებს, რადგან ვინც ეს შეცდომა დაუშვა, ის ადამიანები მას შეურაცხყოფას აყენებენ, ირაკლი კობახიძე და სხვა საპარლამენტო  ლიდერები. ვინ არის სწორი, მაგას დრო გამოაჩენს, მაგრამ მგონია,  რომ ნიკა გვარამიას დაჭერა, საკმაოდ ძვირი დაუჯდება „ქართულ ოცნებას“. ხელისუფლებების ასეთი გადაწყვეტილებები, ხალხში აისახება და უცხოელი  პარტნიორებიც  თვლიან,  რომ პასუხი უნდა მოსთხოვონ, ასე თუ ისე, მაინც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, თუნდაც არჩევნების გაყალბების გზით იყოს ის მოსული ქვეყნის სათავაში.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved