რუსული მედიის ცნობით, რუსი ოპოზიციონერი ლიდერი, ალექსეი ნავალნი, რომელსაც რუსეთის სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს.
ნავალნის ადვოკატი, ადგილობრივ მედიასთან ამბობს, რომ გადაყვანის შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა, ჯერ არ იციან, კონკრეტულად რომელი კოლონიაშია პოლიტიკოსი გადაყვანილი.
რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის რუსეთის სასამართლომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა და ჯარიმის სახით, 1.2 მილიონი რუბლის გადახდა დააკისრა. სასამართლომ ოპოზიციონერი მსხვილი მასშტაბის თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.
რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ორი ახალი საქმის განხილვა 15 თებერვალს დაიწყო. ნავალნის თაღლითობსა და სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებენ.
კომენტარები