• რეკლამა
  • კონტაქტი
11:24, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კაცმა მხოლოდ ერთი ლიტრი საწვავი ჩაასხა, მეტი ვერა“… პრემიერი: „14,4% გვქონდა ჩვენ პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა და ოთხ თვეში 10,8% ეკონომიკური ზრდა, რომელიც მართლაც იშვიათობაა..“

ალია ავტორი - ალია
16:19 06-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
714

პარლამენტარი არმაზ სანებლიძე ტვ პირველის ეთერში აცხადებს:

„საწვავის შესავსებად ერთ-ერთ ბენზოგასამართსადგურზე გავჩერდი და ოპერატორმა იცით, რა მითხრა? ახლა თქვენამდე ერთი კაცი იყო მოსული, სამი ლარი გადაიხადა და მხოლოდ ერთი ლიტრი საწვავი ჩაისხაო. ერთი ლიტრიო! აი, ასეთი გაჭირვებაა ქვეყანაში და ესენი ეკონომიკურ წინსვლაზე გველაპარაკებიან“…

ჰოდა, სანამ ის ადამიანი ვაიუბედურებით ერთ ლიტრა საწვავს ასხამდა,  თურმე, ამასობაში დავეწიეთ და გავუსწარით ევროპას, ოღონდ ამას ჯერ მხოლოდ  ხალხის ხარჯზე გაზულუქებული ჩინოვნიკები გრძნობენ:

აი, თუ არ გჯერათ, პრემიერ ღარიბაშვილს მოუსმინეთ:

„მინდა ჩვენს საზოგადოებას მივმართო და განახლებული ინფორმაცია მივაწოდო, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ზოგად ვითარებას, სტაბილურობას, რომელიც გვაქვს ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში.

საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და ეს ტენდენციები მაისშიც გაგრძელდა. ასევე დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული რაოდენობა, რეკორდული არა მხოლოდ წინა წლების მაისის, არამედ, ზოგადად, ყველა სხვა თვეებთან შედარებით. ეს აღსანიშნავია განსაკუთრებით რეგიონში შექმნილი ამ უბედურების ფონზე, უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა. ექსპორტი, ტურიზმი, ზოგადად, ეკონომიკური ზრდა გვაქვს ორნიშნა, რომელიც არის უპრეცენდენტო დღეს, ასეთ ვითარებაში, მთელ მსოფლოში, არა მხოლოდ ევროპაში. 14,4% გვქონდა ჩვენ პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა და ოთხ თვეში 10,8% ეკონომიკური ზრდა, რომელიც მართლაც იშვიათობაა. ამ ყველაფერს ემატება ის პოზიტიური მაჩვენებლები, რომლებსაც მოგახსენებთ. საგარეო გამოწვევების ფონზე ექსპორტი 48,4%-ით გაიზარდა და შეადგინა 504 მილიონი დოლარი, ხოლო იანვარ-მაისში ექსპორტი გაიზარდა 36%-ით და 2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კიდევ ერთი დადებითი ინფორმაცია, რაც მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა: რეგიონში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, პირველ კვარტალში წელს გვქონდა რეკორდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, რომელიც ოთხჯერ არის გაზრდილი და შეადგინა 568 მილიონი დოლარი. ეს არის მართლაც რეკორდი. ეს იმ ფონზე, როცა ისეთი გამოწვევები არის მთელ მსოფლიოში, რომლის მსგავსი არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ჰოდა, მერე რა, რომ ამაღამაც ისევ ბევრი დაიძინებს მშიერი, ანაღვლე ამ უდარდელ ბიუჯეტის წურბელებს.  მთავარი ისაა, რომ „ოპტიმისტურად არის განწყობილი“ ივანიშვილის პრემიერი. ამიტომ  მისი და მისი კოლეგების კეთილდღეობის ხათრით, უნდა მოითმინოთ და ცარიელ მაცივარსაც გაგებით მოეკიდოთ – დაახლოებით ეს არის ამ ყველაფრის პათოსი.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved