• რეკლამა
  • კონტაქტი
21:29, კვირა, 16 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილის სანქცირება, პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია — კობახიძე

ალია ავტორი - ალია
11:53 06-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
170

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია. კობახიძის მტკიცებით, ძალაშია ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ მისი ოჯახის კუთვნილებაში რჩებოდა მხოლოდ 200 მილიონი, დანარჩენი თანხა კი ქართუ ფონდში გადადის და ქველმოქმედებაზე იხარჯება. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

“როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ რაღაცა შვეიცარიაში ანგარიში უნდა გაყინონ, თუ რა უნდა ქნან. ერთადერთი ლოგიკური სანქცია, პრაქტიკული უფრო სწორად, რაზეც მათ შეიძლება ისაუბრონ, ეს არის ხომ.. პრაქტიკულად ისედაც იქნებოდა ნებისმიერი სანქცირება პირდაპირ ხალხის დასანქცირება, ისედაც, 3 მილიარდი აქვს ამ კაცს დახარჯული ქველმოქმედებაზე მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ აქ ნახეთ რა სიტუაცია გვაქვს, პირდაპირ დაასანქცირებენ ხალხს. ანუ, ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი კონკრეტული თანხა 200 მილიონი, რომელიც არის ოჯახის განკარგულებაში, ყველა დანარჩენი თანხა, რაც შეიძლება შემოვიდეს, მათ შორის შვეიცარიიდან საქართველოში პირდაპირ ხმარდება ქველმოქმედებას. პირდაპირ ცდილობენ ხალხის სანქცირებას”, — ამბობს კობახიძე.

კობახიძე საუბრობს, რომ ივანიშვილის საქველმოქმედო თანხები ხმარდება ტაძრების მშენებლობას, თეატრების აღდგენასა და სხვა საქმეებს.

“ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია, იმ საქველმოქმედო პროექტებზე, რომელიც დღესაც ხორციელდება ქართუ ფონდის მიერ”, — ამბობს ის.

ამის შესახებ მან პარტია დროას მიერ დაანონსებული ვიზიტების შეფასებისას განაცხადა. როგორც კობახიძე ამბობს, არიან ადამიანები, რომლებიც თვალდახუჭული შეიძლება წავიდნენ ომზე. “მათ ქვეყანა არ უყვართ, ისინი თავისას ვერ გაიტანენ”, — აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved