• რეკლამა
  • კონტაქტი
14:10, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„იმპექსის“ ახალი აფთიაქი მელიქიშვილის გამზირზე მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით ელოდება

ალია ავტორი - ალია
09:00 06-13-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
699

10 ივნისს, ქ. თბილისში, მელიქიშვილის გამზირის #18-ში, „იმპექსის“ ახალი აფთიაქი გაიხსნა. „იმპექსი” ფარმაცევტულ სექტორში დინამიურად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია 100-ზე მეტი აფთიაქით ყველა რეგიონში მთელი საქართველოს მასშტაბით.

მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ახლადგახსნილ აფთიაქში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მთელი თვის განმავლობაში ისარგებლოს ყოველდღიური მაქსიმალური ფასდაკლებით მედიკამენტებზე. ხოლო, 10-დან 19 ივნისის ჩათვლით თავის მოვლის პრემიუმ, ნატურალურ და ასევე, დერმატოლოგიურ კოსმეტიკურ ბრენდებზე მიიღოს 50 %-იანი ფასდაკლება: Vichy, La Roche-Posay, Soskin, Cerave, Cosnature, Phytorelax, Sunkissed, Montbrun, Alphanova Sun. 35% ფასდაკლება Topicrem, Avene, Klorane-ისპროდუქციაზე.  ამასთანავე, პარაფარმაციის 30 ლარიან და მეტ შენაძენზე მომხმარებლებს ელით საჩუქრები პრემიუმ ბრენდებისგან.

ამავე აფთიაქში 14 და 15 ივნისს დაგეგმილია სახის კანის უფასო დიაგნოსტიკა ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდისგან – Soskin, ხოლო 16 ივნისს – Vichy-ს და La Roshe-posay-ს ბრენდებისგან.

ახალი აფთიაქის გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური ფარმაცევტებით და კონსულტანტებით, რომლებიც კეთილგანწყობილი მომსახურებით ზრუნავენ განაწყონ მომხმარებლები სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.

„იმპექსის“ მიზანია გახდეს მომხმარებლის რჩეული და ხელმისაწვდომი ბრენდი. დღეს ჩვენი კომპანია ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში. ამჟამად, 1000-ზე მეტი დასაქმებული გვყავს და გაფართოებასთან ერთად დასაქმებულების რიცხვიც გვეზრდება. ეს სასიხარულო რიცხვია და, ამავე დროს, საპასუხისმგებლოც. ქსელის გაფართოებასთან ერთად, ჩვენი ორიენტირია  ხარისხის უწყვეტი განვითარება. აღსანიშნავია, რომ კომპანია 2018 წლიდან ფლობს მენეჯმენტის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს ISO 9001:2015. ასევე, 2022 წელს ამოქმედდა “იმპექსფარმის”  თანამედროვე ლოგისტიჯური ცენტრი ქ. თბილისში, რომელიც  შესაბამისობაშია საერთაშორისო GDP სტანდარტებთან. კომპანიაში დანერგილი პროცესები უზრუნველყოფს ტემპერატორული რეჟიმის დაცვას დისტრიბუციის ყველა ეტაპზე, რაც მომხმარებლისთვის უსაფრთხო მედიკამენტების გარანტიაა” – განაცხადა „იმპექსფარმის“ დამფუძნებელმა დავით კოხრეიძემ.

გახსნის ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს „იმპექსის“ წარმომადგენლებმა ახალი, ევროპული ორგანული და ნატურალური კოსმეტიკური ბრენდები წარუდგინეს, ასევე, გააცნეს მიმდინარე სიახლეები და აქციები.

„ჩვენი სტრატეგიული ხედვა ქსელის დინამიური ზრდა და უწყვეტი განვითარებაა. 2022 წლისთვის კომპანია წარმოდგენილია საქართველოს ყველა რეგიონში 100-ზე მეტი აფთიაქით, ექსკლუზიური ბრენდებით და გამრავალფეროვნებული ასორტიმენტით. „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელის მთელი გუნდი ორიენტირებულია შევქმნათ ფასეულობა მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებით. ქსელის ხელმისაწვდომობა და გაფართოება, განსაკუთრებით დედაქალაქში, რჩება კომპანიის ერთ-ერთ გამოკვეთილ პრიორიტეტად“ – განაცხადა „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელის სტრატეგული განვითარების დირექტორმა ნინო დგვეფაძემ.

„იმ­პექ­სის“ სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლი, და­არ­სე­ბის დღი­დან ერთ-ერთ მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ციას იკა­ვებს ფარ­მა­ცევ­ტულ სექ­ტორ­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტის შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სად შე­თა­ვა­ზე­ბით. „იმ­პექსფარ­მი“ 1999 წლი­დან ახორ­ცი­ე­ლებს ექ­სკლუ­ზი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნი­კის, კოს­მე­ტი­კუ­რი ბრენ­დე­ბის იმ­პორ­ტს მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბი­დან და დის­ტრი­ბუ­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე. კომ­პა­ნია 100-ზე მეტ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს, რომ­ლე­ბიც პრე­პა­რა­ტებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი GMP სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად აწარ­მო­ე­ბენ.  სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლი „იმ­პექ­სი“ ასევე ერთ-ერთი პირ­ვე­ლია ფარ­მა­ცევ­ტულ სექ­ტორ­ში, რო­მელ­მაც და­ი­წყო თურ­ქე­თი­დან მე­დი­კა­მენ­ტე­ბის იმ­პორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში; მომხმარებელს თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენა  80%-მდე ფას­დაკ­ლე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბით  შე­უძ­ლია შეიძინოს „იმ­პექ­სის“ აფ­თი­აქებ­ში.

”იმპექსის“ სააფთიაქო  ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს დაზოგონ, ინდივიდულურ საჭიროებებს მაქსიმალურად მორგებული დაგროვებითი და ფასდაკლების „ზე ბარათის“ საშუალებითაც. „ზე ბარათის“ გამოყენებით მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ მათთვის სასურველი პროდუქცია მუდმივი ფასდაკლებით და პარალელურად დააგროვონ ქულები, ანუ სხივები. ბარათის განსაკუთრებულობა არის ის, რომ დაგროვილი ქულების ანუ სხივების გადაცვლა ნებისმიერ პროდუქციაზეა შესაძლებელი შეუზღუდავად. ბა­რათ­ზე ზო­გად სქე­მას­თან ერ­თად და­მა­ტე­ბით მოქ­მე­დებს: მშო­ბელ­თა, პენ­სი­ო­ნერ­თა, დევ­ნილ­თა და ტურისტთა სქე­მე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი სქე­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის­თვის კი შექ­მნი­ლია მათ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი.

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი მუდმივად ცდილობს შეასრულოს ბრენდის დაპირება და ექსკლუზიური შეთავაზებებით, კომფორტული გარემოს შექმნით, მომხმარებელზე მორგებული სერვისების განვითარებით და მაღალხარისხიანი მომსახურებით განაწყოს მომხმარებლები სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ “იმ­პექ­სის“ Facebook გვერდს:

https://www.facebook.com/ImpexPharmacy

თეგები: იმპექსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved