ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ეს მათთვის ვინც ჯერ კიდევ ცდილობს “პატარა კახის” დიდ ღვაწლს ჩრდილი მიაყენოს…. 1755 წელი, ინგლისის ყველაზე ცნობილი გაზეთი: “London Evening Post”-ი, პირველი გვერდის მეთაური სტატია იწყება ასე : “ჩვენ შევიტყვეთ სპარსეთიდან რომ პრინცი ერეკლე, რომლის გმირობებმა დიდი ხმაური გამოიწვია მსოფლიოში, საკუთარი ძალები გადაისროლა კასპიის ზღვის მოსაზღვრე პროვინციაში…”! გასაოცარი წინადადებაა არა?! დიახ აი ასეთ დიდ შეფასებას აძლევდნენ ქართველ ხელმწიფეს ევროპელები… დასტურად სკეპტიკოსებისათვის გაზეთის ფოტოასლსაც ვაქვეყნებ … დანარჩენს ხვალ ჩემს რუბრიკაში “იმედზე” მოგიყვენით“.
კომენტარები