ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ევროკომისიის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“კარგია კიევში დაბრუნება. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად შევაფასებთ იმ ერთობლივ სამუშაოს, რაც საჭიროა რეკონსტრუქციისთვის და ვისაუბრებთ უკრაინის მიერ ევროპულ გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერში”.
კომენტარები