ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ავარიის დროს მანქანაში 3 პირი იმყოფებოდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მას სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია პანკისის უხუცესის, ხასო ხანგოშვილის შვილი გებიშ ხანგოშვილი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები