• რეკლამა
  • კონტაქტი
17:36, ხუთშაბათი, 19 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს მარტო სტუდენტების ბრალი არ არის, ჩვენ მივეცით ძალიან ცუდი მაგალითი… – მამა პეტრე

ალია ავტორი - ალია
11:22 06-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
180

ეს მარტო სტუდენტების ბრალი არ არის, მათ ჩვენ მივეცით ძალიან ცუდი მაგალითი… ისინი გაწევ-გამოწევას ხედავენ პარლამენტში, ოჯახში, ძალადობას გარბიან ეკლესიიდან… არ მიკვირს, რომ ასე იქცევიან, მაგრამ მაინც ძალიან ცუდი საყურებელია!.. – დეკანოზი პეტრე კოლხი (კვარაცხელია) თსუ -ში გუშინ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“ძალიან დასანანია, რაც უნივერსიტეტში ხდება.
ძალიან არ უხდება მის კედლებს და იმ გარემოს, სადაც პროფესიასთან ერთად, თაობები ურთიერთობებს, მიდგომებს, ადამიანობას სწავლობდა.
დაიკარგა პატივისცემა და თავაზიანობა ერთმანეთის მიმართ…
მახსოვს, ლექტორი რომ ჩაივლიდა დერეფანში, კედელთან ავიტუზებოდით, ნაბიჯებით მთელი ამბავი მოჰქონდა…
ეს არ იყო შიში, არც კომპლექსი, მოწიწება და კრძალვა იყო…
არ მიყვარს, ახალგაზრდებს ყველაფერს რომ უწუნებენ… საოცრად გონიერი, აზრიანი, ნიჭიერი თაობა მოდის… უფროსი თაობა კი მეტ პატივისცემას და გაფრთხილებას იმსახურებს…
ერთ-ერთი მცნებაც ამას გვეუბნება ,,პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა”…. ეს მარტო მშობლების პატივისცემას არ გულისხმობს, თუმცა, თუ სხვას ჩაწიხლავ და გადათელავ, აღარც მშობლის პატივისცემა გამოდის…
გული მტკივა, განვიცდი…
ვიტყვი იმასაც, რომ ეს მარტო სტუდენტების ბრალი არ არის, მათ ჩვენ მივეცით ძალიან ცუდი მაგალითი… ისინი გაწევ-გამოწევას ხედავენ პარალამენტში, ოჯახში, ძალადობას გაურბიან ეკლესიიდან… არ მიკვირს, რომ ასე იქცევიან, მაგრამ მაინც ძალიან ცუდი საყურებელია!..” – წერს დეკანოზი.

უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის და გარეშე პირების საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის  ახალი კამპანია   
ახალი ამბები

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის ახალი კამპანია   

17:09 11-19-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:33 11-19-2026
თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში
ახალი ამბები

თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში

13:55 11-19-2026
როგორ მუშაობს SEO სტრატეგია ქართულ საძიებო ბაზარზე 
ახალი ამბები

როგორ მუშაობს SEO სტრატეგია ქართულ საძიებო ბაზარზე 

18:12 11-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved