• რეკლამა
  • კონტაქტი
10:48, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის საყრდენი 5 ბიზნესმენი – ესენიც უნდა მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში” – ვის გვარებს ასახელებს ხოშტარია

ალია ავტორი - ალია
15:57 06-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,082

პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაზე საუბრისას, ამბობს:

პირდაპირ წერია, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს დამანგრეველი დესტრუქციული როლი როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში და საგანგაშოა მისი ბიზნესკავშირები კრემლთან. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა დღეს არის, დავანგრიოთ ის ოლიგარქიული პირამიდა, ქსელი, რომელზეც დგას ეს ოლიგარქიული მმართველობა. ვაპირებთ პარტნიორებთან ვიმუშაოთ და ვამხილოთ ის საყრდენი ოლიგარქიული პირამიდის, რომლის მეშვეობითაც, ბიძინა ივანიშვილი ახერხებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანებას.

დღეს მინდა ჩამოვთვალო ის პირველი ჯგუფი ე.წ. ბიზნესმენების და რეალურად, ოლიგარქის საყრდენების თავისი რუსული კავშირებით, რომლის გარეშეც ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებდა თავისი დესტრუქციული ამოცანების შესრულებას. სანქციების სიაში ასევე უნდა მოხვდეს:

დავით ხიდაშელი – ეს არის ადამიანი, რომელიც ბოლო დროს სარგებლობს დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური შეღავათებით საქართველოში, რომელიც მონაწილეობდა არაერთ რუსულ სპეცოპერაციაში, არის პირდაპირ დაახლოებული კრემლთან, ევტუშენკოვთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილს დაურეკა და ბიზნეს გარიგებებზე ე საუბრობდნენ.

უჩა მამაცაშვილი – გარდა იმისა, რომ ის არის პრაქტიკულად ჩრდილოვანი მმართველი ეკონომიკის, აკონტროლებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ის ბიძინა ივანიშვილთან ერთად არის სანქცირებული პოლტარჩენკოს ბიზნესპარტნიორი. ეს არის სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერი, კრემლთან დაახლოებული პირი.

ვანო ჩხარტიშვილი – ის მონაწილეობს არაერთ კორუფციულ გარიგებაში, მათ შორის თამბაქოს სფეროში და ის არის ღიად ფოთში რუსული სახელმწიფო კომპანიის “როსნეფტის” პარტნიორი. 49%-ს მის კომპანიაში ფლობს “როსნეფტი”.

ოთარ ფარცხალაძე – ყველასთვის ცნობილი, პრაქტიკულად მაფიოზად ჩამოყალიბებული „ბიზნესმენი“, რომელიც გარდა იმისა, რომ მონაწილეობს კორუფციულ სქემებში, აკონტროლებს პროკურატურას და ფინანსურ პოლიციას.

ირაკლი რუხაძე – გარდა იმისა, რომ აკონტროლებს საბანკო სექტორს და ხელისუფლების პროპაგანდისტულ მედიას, კერძოდ „იმედს“, ჯდს და მაესტროს, ის ღიად ეწინააღმდეგება მათ შორის სანქციების რეალიზებას, მათ შორის საბანკო სექტორში და ისიც არის ერთ-ერთი ჰიბრიდული ოლიგარქიული მმართველობის საყრდენი”

თეგები: ელენე ხოშტარიაქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved