• რეკლამა
  • კონტაქტი
05:45, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართულ ოცნებას“ ეგ არ ემუქრება… გეტყვით, რაც მოხდება“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
22:54 06-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,915

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე.

– უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციით, რომელიც ხალხური გამოთქმა რომ ვიხმაროთ, არც წყალია და არც ღვინო, მთელი ცივილიზებული სამყარო უკმაყოფილოა. კიდევ  რა შეიძლება გაეკეთებინა ხელისუფლებას?

– საერთოდ რა გააკეთეს სწორედ, ჯერ ეს ვთქვათ და მერე, რა შეეშალათ და რა – არა. პრაქტიკულად, ხელისუფლების ყველა ნაბიჯმა უკრაინასთან მიმართებაში, დააზიანა სახელმწიფოს ინტერესები. ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული და არა განვითარებაზე. „ქართული ოცნების“ ძალაუფლება არ არის ქართველი ხალხის ინტერესი და მიზანი. როდესაც ასეთ სტრატეგიულ შეცდომას უშვებ, იქ  იმაზე ლაპარაკი, რომ დანარჩენი ყველაფერი სწორედ გააკეთე, არა მგონია ვინმეს ამშვიდებდეს. საერთოდ, ერთი რაღაცაა. შეხედეთ დემოგრაფიას, სიკვდილიანობისა და შობადობის სტატისტიკას, ემიგრაციის მასშტაბებს. კატასტროფაა ამ მხრივ ქვეყანაში. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ხალხს, რომელებიც  ამ ქვეყნის მომავალს უნდა აშენებდნენ, იმედი დაეკარგათ, რომ ქვეყნაში რაღაც შეიცვლება და გამოსწორდება, ყველა გარბის საქართველოდან. გაქცეულის მობრუნება ძალიან ძნელია. ამერიკა ძლიერი ქვეყანა როგორ გახდა? მთელი მსოფლიოდან იზიდავდა ნიჭიერ ადამიანებს. ჩვენ  კი ნიჭიერ ადამიანებს ვეუბნებით, რომ ამ ქვეყნიდან წადით, აქ თქვენი ადგილი არ არისო. ჰოდა, არა მხოლოდ კვალიფიციური მუშახელის, ტვინების გადინებაც ხდება საქართველოდან და ეს არის უბედურება. ჩვენი ინიციატივაა, რომ აქედან წასულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ელექტრონული არჩევნების გზით, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ამასთან,  არჩევნებში მონაწილეობა უნდა იყოს სავალდებულო. სადაც არ უნდა იყოს ადამიანი, უნდა მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მარტო ფულის გამოგზავნა არ არის ემიგრანტებისგან. ეს არის „ქართული ოცნებისგან“ ხელის  შეწყობა. ამ გზავნილების ხარჯზე, ქვეყანას ინახავენ ემიგრანტები და „ქართულ ოცნებას“ სადარდებელი არ აქვს. გამოდის, რომ ემიგრანტები ინახავენ საქართველოში საკუთარ ოჯახის წევრებს და სახელმწიფო საერთოდ აღარ ზრუნავს აქ დარჩენილ მათ ოჯახის წევრებზე, რომლებიც უმუშევრები არიან. გამოდის, რომ ამ ხალხს არ ასაქმებს და  ვინც სჭირდება, მარტო იმათ ასაქმებს და დანარჩენებს ერეკებიან ქვეყნიდან და ართმევენ პერსპექტივას.

– ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა არ აწყობს „ქართულ ოცნებას“, რადგან თუ კანდიდატი ქვეყანა გავხდით, ხელისუფლებას ისეთი რეფორმების გატარებას აიძულებენ, ეს მათი დასასრული იქნება. ეს ხელისუფლება ძალოვანი უწყებებისა და სასამართლოს კონტროლზე დგას და ევროკავშირი პროკურატურის, სუს-ის, შსს-ს დეპოლიტიზაციას მოითხოვს, დამოუკიდებელ და სამართლიან სასამართლოს, სამართლიან არჩევნებს და სხვა დემოკრატიულ ცვლილებებს მოითხოვს. ეს რომ გააკეთონ, დამთავრდება მათი ხელისუფლებაც, არა?

– მართალი ხართ, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ეგ არ ემუქრება. გეტყვით, რაც მოხდება. ევროკავშირი წაუყენებს თავის პირობებს ხელისუფლებას, ესენი არ შეასრულებენ ამ პირობებს და არც კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ასე მარტივად აიცილებენ თავს პრობლემებისგან და ხელისუფლების დაკარგვის საფრთხეებისგან. საქართველო და საქართველოს მოსახლეობა დღის წესრიგში ავცდით „ქართულ ოცნებას“. ევროკავშირის მოთხოვნები ემთხვევა ქართველი ხალხის მოთხოვნებს, კარგი ცხოვრების, კარგი რეფორმების მოთხოვნებს. ვიდრე „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ. ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩაშალონ. თუმცა, მგონი, აღარაფერი აქვთ გასაკეთებელი ჩასაშლელად, რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა, უკვე ყველაფერი გააფუჭეს. რომც მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, ეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა იქნება და „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან გაურთულებს ურთიერთობას. საითკენაც ცალი თვალით იყურებიან, შეიძლება ზუსტად  ის თვალი გამოთხარონ.

– ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი თუ მოგვცეს, ამით ეს ქვეყნას და ხალხს ხომ არ დაემუქრება საფრთხე გაღიზიანებული რუსეთისგან? მაინც და მაინც ომს არ ვგულისხმობ. ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განცხადება რომ გააკეთა, რუსეთმა ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. შესაძლოა, რუსეთმა ენერგომატარებლების კუთხით შეგვიქმნას პრობლემები?

– ამ პროპაგანდისტულ ომში, ბევრი ტყუილი ვრცელდება და ერთიც ეგ იყო. რუსეთმა კი არ გაუთიშა ფინეთს ელექტრომომარაგება, ფინეთმა თავად თქვა უარი რუსულ ელექტროენერგიაზე. ფინელები თვლიან, რომ თუ შენ რუსეთს აღიარებ მტრად და უნდა გაწევრიანდე რუსეთის მიმართ მტრად განწყობილ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში, იმისი არაფერი გჭირდება. ფინეთმა დაიწყო დამოუკიდებელი ენერგოპოლიტიკის ჩამოყალიბება. ამ ეტაპზე კი ფინეთს ნორვეგია აწვდის ელექტროენერგიას. მასში გაცილებით მეტს იხდიან, ვიდრე რუსულში, მაგრამ ფინეთი ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა, თავისთავად, მდიდარი მოქალაქეებით და უღირთ ძვირი ფასის გადახდა. მით უმეტეს, ფინელებს ცუდი ისტორიული მეხსიერება აქვთ რუსების მიმართ, 1939-1940 წლებში დიდი ომი ჰქონდათ რუსეთთან. ჩვენს ვითარებას თუ შევხედავთ, ბევრ ევროპულ ქვეყანასთან განსხვავებით, ენერგოდამოკიდებლობის მხრივ, ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს.  თუმცა, ხიფათი ყოველთვის არსებობს, როდესაც შენ მოსახლეობა გყავს უკმაყოფილო. როდესაც არ ავითარებ ქვეყანას, მაშინ არის ყველაზე დიდი რყევები მოსალოდნელი. მაშინ არის გარე ზემოქმედება ადვილი ქვეყნის სტაბილურობაზე. სადაც დალაგებული და მშვიდი ცხოვრებაა, არც რევოლუციებია, არც სხვა სახის დესტაბილიზაცია და ხალხი ცხოვრობს მშვიდად. სადაც სოციალური უსამართლობაა, სადაც კორუფცია და ნეპოტიზმია, სადაც გასაჭირია, იქ არის ყოველთვის გამოსვლები და არეულობა. აგერ, შეხედეთ, შრი-ლანკაში რა ხდება, ქუჩაში დასდევენ ჩინოვნიკებს, იჭერენ და არის ერთი ამბავი. ღმერთმა დაგვიფაროს და ჩვენთანაც სოციალური აფეთქება მაგ დონემდე მივიდეს.

– შესაძლოა, აქაც მოხდეს სოციალური აფეთქება?

– კი, რა თქმა უნდა. ჩვენ საკუთარი თავის გამოკვების საშუალება არ გვაქვს. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ქვეყანა, რომელსაც ძირითადი შემოსავლები უნდა ჰქონდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან, საკუთარ მოსახლეობას ვერ კვებავს. პირიქით,  სოფლის მეურნეობის მეურნეობაში მილიარდზე მეტი გარღვევა, დისბალანსი გვაქვს სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან მიმართებაში. თან ეს კიდევ მცირე თანხა, რადგან დაბალი ხარისხისა და დაბალი ფასის პროდუქტს ვყიდულობთ, ხარისხიანი და ძვირიანი რომ ვიყიდოთ, ბევრად მეტი გვექნებოდა გარღვევა. ხალხი ძალიან მძიმე დღეშია და არაფერია გამორიცხული.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved