პარლამენტის დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა საკანონმდებლო ორგანოში ე.წ. საყოველთაო ამნისტიის კანონი დააინიცირა. ჩარკვიანის თქმით, ამ დროისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს. მან განაცხადა, რომ ამნისტია არ შეეხეება მძიმე დანაშაულს, მაგრამ შეეხება თითქმის 80–პროცენტამდე ბრალდებულებს და თქვა, რომ ეს იქნება ეროვნული შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯი.
“გვინდა დავაინიციროთ საყოველთაო ამნისტიის კანონი. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლისა და პარლამენტის რეგლამენტის 99-ე მუხლის თანახმად. ვფიქრობთ, რომ ეს ჩაუყრის საფუძველს დიდ ეროვნულ შეთანხმებას. არ შეეხება მძიმე დანაშაულს: ყაჩაღობასა და მკვლელობას, მძიმე დანაშაულს. საყოველთაო ამნისტიას პრაქტიკულად გადარჩენის აქტი შეიძლება ვუწოდოთ”
კომენტარები