რუსეთი სანქციებს კიდევ 61 ამერიკელს უწესებს, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის მდივანს, ჯანეტ იელენს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საჯარო მოხელეებსა და სანქცირებულთა სიაში მოხვედრილ სხვა პირებს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.
სანქციების სიაში, ასევე, არიან: თავდაცვის უწყების, მედიასაშუალებების, თვითმფრინავებისა და გემთმშენებელი კომპანიების ხელმძღვანელები, ასევე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცალკეული წარმომადგენლები.
სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს პასუხობს “აშშ-ის მზარდ სანქციებს რუსი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლების წინააღმდეგ”.
სიაში აშშ-ს ოფიციალური პირებიდან არიან: ფინანსთა მინისტრი, ჯანეტ იელენი, სავაჭრო წარმომადგენელი კეტრინ ტაი და სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯეიმს ო’ბრაიენი.
კომენტარები