• რეკლამა
  • კონტაქტი
01:55, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვინ ხარ, ევროკავშირმა რატომ უნდა გაგიწიოს ანგარიში? რა გაქვს?… რატომ აგიკიდებს ზურგზე, რატომ გათრევს?“ – ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
19:38 06-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,099

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება იურისტი, ვალერი გელბახიანი.

– ბატონო ვალერი, ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები ჩემში უკვე ეჭვს არ იწვევს, რომ ყველაფერს აკეთებენ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის  სტატუსი არ მიიღოს საქართველომ. თქვენ რას ფიქრობთ?

– რა არის, იცით? ლოგიკა ლოგიკაა და შთაბეჭდილებაც ეგეთია. არ აქტიურობს ხელისუფლება, ეს ფაქტია. ან იმედი არ აქვს  თავისი აქტიურობის შედეგისა, ან რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს უწევს ანგარიშს, ანდა არ სურს რეფორმების გატარება და ამ პირობებში ურჩევნია არსებობა. ამ სამიდან ერთ-ერთია, ასე მგონია. „ქართული ოცნების“ ლიდერების შეტევებს რომ ვუკვირდები დასავლეთზე, თუნდაც ბოლო შეტევას ამერიკის შეერთებულ შტატებზე, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე რატომ არ გაუშვეს ამერიკაში და ამერიკის საელჩოს თუ ელჩს, სისხლის სამართლის დანაშაულში ადანაშაულებ, ეს უკვე ნიშნავს, რომ  ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან ამერიკას.

– თეა წულუკიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხმყოფელი განცხადებებიც გავიხსენოთ, გავლენიან ევროპარლამენტართა მიმართ. რას ემსახურება ეს ტონი?

– კი, ეს შეტევები შემთხვევითი არ არის. ამგვარ შეტევებს და ასეთ რიტორიკას ამერიკას, რუსეთი და რუსი პოლიტიკოსები ვერ ბედავდნენ უკრაინაში ომის დაწყებამდე, ვიდრე ასე ღიად დაუპირისპირდებოდნენ. ახლა კი ამოიდგეს ენა. ლოგიკას დავაკვირდეთ. რამ  უნდა გაათავხედოს საქართველოს უმწეო ხელისუფლება, რომ ამერიკას ულტიმატუმის ენით ელაპარაკოს? იმ სახელმწიფოს, რომელიც არის საერთაშორისო პოლიტიკის თამაშების წესების განმსაზღვრელია? ვფიქრობ,  ერთადერთი გზა აქვთ დარჩენილი, კედელთან არიან და ცდილობენ, ხელისუფლება ამ გზით შეინარჩუნონ, ან კიდევ, მაღალი ხარისხის მონობაა, ვიღაც სულელს უჯერებენ, ასრულებენ მათ მითითებებს და საკუთარი ქვეყანა და ქვეყნის ინტერესები არაფრად მიაჩნიათ.

– ეს სულელი ვინ უნდა იყოს, რუსეთის ხელისუფლების მაღალი დონის  წარმომადგენლის გარდა, ვისგანაც სამოქმედო გეგმებს და დირექტივებს იღებენ? დამატებითი ფაქტორი კი, ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის რუსეთში არსებული და სხვების სახელზე გადაფორმებული ბიზნესებია, რომელთაც რუსეთთან დაპირისპირების შემთხვევაში საფრთხე შეექმნება. ასეა?

– ცხადია, არც ივანიშვილის რუსული ბიზნესები გამოირიცხება. ვიღაცას რომ უსმენენ, ცხადია. მე რომ არ მისმენენ, ეს კი ვიცი. ის ვიღაც, ვისაც ესენი უსმენენ, ისიც ვიღაცის დავალებას ასრულებს და ჯამში დეგენერატობაა, აბა, რა არის?

– დავუშვათ და არ მოგვცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი. მერე რა მოხდება?

– დავუშვათ კი არა, არ მოგცემენ. ვინ ხარ, ევროკავშირმა რატომ უნდა გაგიწიოს ანგარიში? რა გაქვს? ოქრო გაქვს, ნავთობი გაქვს, უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიები გაქვს, რომელიც ევროპას არ გააჩნია? რითი დააინტერესებ ევროპას? არც არაფრით. ვალი კი არ აქვს იმ ევროპას შენი? რატომ აგიკიდებს ზურგზე, რატომ გათრევს და რატომ მოგცემს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, მისი საფინანსო ინსტიტუტებიდან ფულს? საკუთარ მოსახლეობას დააკლონ, შენ მოგცენ და ფლანგო მათი ფულები? რატომ გაგიხსნის ევროკავშირი სრულად ბაზარს? რა გაქვს ევროკავშირის სტანდარტების? ჩამკვდარია მთელი მრეწველობა. ასე არ არის.

– ახლა გამოჩნდა, რომ ვიზალიბერალიზაცია და უვიზო მიმოსვლაც იმიტომ მოგვცეს, რომ ელოდნენ, რეფორმებს გაატარებდა ხელისუფლება და ევროპას უფრო დაუახლოვდებოდა და არა რუსეთს. თქვენ რას ფიქრობთ?

– კი, ბატონო, ეს იყო წახალისება და ამ წახალისებამ ხელ-ფეხი უფრო გაუხსნა საქართველოში ავტორიტარიზმს. შეიძლება, ამასაც ნანობენ, არათუ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გაგვხადონ, უფრო წინ წაგვწიონ.

– უვიზო მიმოსვლა რომ შეგვიჩერონ, რა მოხდება? რა ბედი ელით ევროპაში სამუშაოდ წასულ ქართველებს ანდაც წასასვლელად გამზადებულებს?

– უკვე იმდენი ხალხია გასული საქართველოდან ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებში, სამუშაო ძალა აღარ არის ქვეყანაში, შრომისუნარიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი წავიდა. დარჩა მცირე პროცენტი და ისიც გაქცევას ლამობს. ქალია თუ კაცია, ყველა გარბის ქვეყნიდან. თუ შეგვიჩერეს ვიზალიბერალიზაცია, ბევრი არაფერი შეიცვლება. ამ პერიოდში, უვიზო მიმოსვლის პერიოდში, ფაქტიურად, ყველამ ისარგებლა ამით, ყველა გაიქცა, ვინც გამქცევი იყო. ამერიკა ევროპა არ არის, მაგრამ ბრუკლინში, რომელიც თბილისის ხელააა, იქაც კი, ქუჩაში იმდენ ქართულ ლაპარაკს გაიგებ, საქართველოში გეგონება თავი, იმდენი არიან ქართველები. საბერძნეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ბელგია სავსეა ქართველებით. კი, მერე გაუჭირდება ხალხის ნაწილს წასვლა, თუ უვიზო რეჟიმი შეგვიჩერეს, მაგრამ ეს არ იქნება ხალხის დიდი ნაწილი.

– ბატონო ვალერი, უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში, ხალხს ვიზებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება, დეპორტაციას გაუკეთებენ ქართველებს და ეტყვიან, ჩადით საქართველოში, აიღეთ ვიზები და მერე ვიზით დაბრუნდით უკანო. პროცედურულად, ასე არ ხდება?

– ხალხია ჩასული ევროკავშირის ქვეყნებში და მათ აქვთ შრომითი ვიზები, ან სხვა სტატუსი, რის მეშვეობითაც ქვეყანაში დროებით ცხოვრების და მუშაობის უფლება აქვთ. მათ ხელს ვერ ახლებენ.

– კი, ნაწილს აქვს ეგ პრივილეგიები, მაგრამ უდიდესი ნაწილი არალეგალურად მუშაობს. ამ ხალხს გააჩერებენ? გეხსომებათ, ადრე როგორც იყო. მისცემდნენ კონკრეტული ქვეყნების საელჩოები 3, 6, 12 თვიან ვიზებს და ამ ვადის გასვლის შემდეგ, უნდა დაბრუნებულიყვნენ საქართვლოში. ზოგი ბრუნდებოდა, ზოგი უკანონოდ, უვიზოდ რჩებოდა და არალეგალურ მდგომარეობაში გადადიოდნენ. შესაბამისად, დეპორტაციის საფრთხე ემუქრებოდათ. იგივე დრო დაბრუნდება?

– თუ უვიზო რეჟიმი გაგვიუქმეს, მაშინ სავიზო რეჟიმი ამოქმედდება ევროკავშირის ქვეყნებში, ეგ თავისთავად მოხდება. კი, ვიღაცას შეეხება დეპორტაცია, მაგრამ არ მგონია, ბევრი გამოუშვან საქართველოში. ევროპის ბევრ ქვეყანას, თუ დანაშული არ ჩაიდინე, არ აქვს დეპორტაცია. ასეთ ქვეყნებში მოიყრიან თავს ქართველი ემიგრანტები და ცხადია, მარტო ქართველები არა. იქნებიან არალეგალები,მაგრამ დეპორტაციას არ დაექვემდებარებიან.

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved