ბანგლადეშის ქალაქ ჩიტაგონგთან მომხდარ ხანძარსა და ძლიერ აფეთქებას, 30 ადამიანი ემსხვერპლა.
BBC-ის ცნობით, საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად ასობით დაშავებულია, რომელთაგან 20-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ სხეულზე 60-დან 90%-მდე დამწვრობა აქვთ მიღებული.
გავრცელებული ინფორმაციით, საწყობის ზოგიერთ კონტეინერში ქიმიური ნივთიერებები ინახებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
კომენტარები