უკრაინის დროშა, რომელიც ქალაქ მარიუპოლში მდებარე “აზოვსტალის” ქარხნის თავზე იყო აღმართული, უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმს გადაეცა.
დროშა მუზეუმში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა, მარიუპოლის მცველებმა და იმ უკრაინელი სამხედროების ცოლებმა მიიტანეს, რომლებიც რუსულ მხარეს ტყვეობაში ჰყავს.
როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაშია აღნიშნული, დროშა ფოლადის ქარხნიდან დაჭრილი უკრაინელი დამცველების ევაკუაციის დროს გაიტანეს.
კომენტარები