იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ სააკაშვილის დაავადებები საქართველოშიც იკურნება. რატი ბრეგაძის თქმით, იმისთვის რომ ადამიანი ქვეყნიდან გავიდეს, ის არ უნდა იყოს მსჯავრდებული და არ უნდა იხდიდეს სასჯელს საქართველოში.
თუკი საუბარია იმაზე, რომ ადამიანი უნდა იყოს გაყვანილი საზღვარგარეთ, მას ან უნდა გადაუვადდეს სასჯელი და ან უნდა მოეხსნას სასჯელი. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და რასაც სასამართლო გადაწყვეტს, ჩვენც მოვიქცევით იმის შესაბამისად. ჩვენი ინფორმაციით, მის დიაგნოზში არ არის არც ერთი ისეთი დაავადება, რაც არ იკურნება საქართველოში“ – აცხადებს რატი ბრეგაძე.
დამოუკიდებელი ექსპრეტების შესაფებისთ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა ყოველდღიურად მძიმდება და მისი ქვეყნიდან გაყვანა ჰუმანიტარული მიზნებით სასიცოცლხოდ მნიშვნელოვანია.
კომენტარები