პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ქართველი ქალის ცხედარს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ. ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან ზუგდიდში, როზეტა ყალიჩავას ოჯახში.
27 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, საქართველოში დაბრუნების მცდელობა გახდა. აღმოჩნდა, რომ ქალი მოძალადე ქმრისგან თავის დაღწევას სამშობლოში გაქცევით ცდილობდა.
პროკურორის განცხადებით, ქმარმა ქალს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში მიაყენა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი წაუკიდა.
კომენტარები