• რეკლამა
  • კონტაქტი
19:12, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

+18 – “ვერ ვხვდებოდი მამაჩემი, რისთვის მიფათურებდა ხელებს მკერდზე, ქვედანაწილში” – წერილი სოციალური ქსელიდან

ალია ავტორი - ალია
14:36 06-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,041
სოციალურ ქსელში, ჯგუფში “ფსიქოლოგიის მოყვარულები”, ანონიმური წერილი გავრცელდა ახალგაზრდა ქალის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“უკვე ბევრი პოსტი შემხვდა გაუპატიურებაზე და გადავწყვიტე ჩემი ამბავიც მომეყოლა თქვენთვის… დაახლოებით 7-8 კლასის მოსწავლე ვიყავი როცა მამაჩემმა ჩემთვის უცნაური ქცევები გამოამჟღავნა ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა რისთვის ხელებს მიფათურებდა მკერდზე ქვედანაწილში
ეს გრძელდებოდა რამდენიმე თვე ამ ყველაფერს ვერავინ ამჩნევდა და ვფიქრობდი რო ცუდს არაფერს აკეთებდა მაგრამ იმასაც ვფიქრობდიბ ამას მარტო ჩემთან აკეთებდა ვერც ვერაფერს ვამბობდი და ვერც ვეწინააღმდეგებოდი ხესავით ვშეშდებოდი. ხშირად დამდევდა ოთახიდან ოთახში მანიაკივით საფირფარეშოში შევარდნით ვაღწევდი თავს. ერთ დღესაც ფილმს ვუყურებდი და იქ იყო ნაჩვენები ქალი და მამაკაცი როგორ ეფერებოდნენ ერთმანეთს და როგორც გაგრძელდა ისიც ვნახე და ამით მივხვდი რას ცდილობდა ჩემთან მამაჩემი მას შემდეგ ყოველდღე ვტიროდი სკოლაში წასვლა მიხაროდა აი დაბრუნებას კი სიკვდილი მერჩია.
მას შემდეგ მუდამ ვარიდებდი თავს სხვაგზა რო არ მქონდა აბაზანაში ან საპირფარეშოში ვიკეტებოდი და ვტიროდი ორჯერ თვითმკვლელობა დავგეგმე მარა ვერ შევძელი 5 ლისტი საძილე აბები და 5 ლისტი წნევის წამლები ვიყიდე უველა გადმოვიყარე ხელისგულზე მარა ვერ გავბედე დალევა. ყოველ დღე ვეუბნებოდი ჩემ თავს თქვი ან გაჩუმდი სამუდამოდ, და მე გავჩუმდი რადგან ვერ დავამტკიცებდი მე გაუპატიურებული არ ვყოფილვარ. ეს იყო გაუპატიურების მცდელობა რომელსაც კაციშვილი არ დაიჯერებდა. როცა სვამდა მამაჩემი ყვიროდა ჩემი გოგო მომიყვანეთ რატო მიმალავთო ჩემზე ეუბნებოდა ამ დროს მე საპირფარეშოში ვიმალებოდი რო არ დავენახე არ დამენახა მეშინოდა მეზიზღებოდა მძულდა მისი მოკვლა მინდოდა ყოველ ღამე ამაზე ვფიქრობდი ესე გაგრძელდა 3 წელი ამ საშინელებაში ცხოვრებით მერე მომეშვა აღარაფერს აღარ ამბობდა აღარც დამდევდა მანიაკივით. მაგრამ მე ვიყავი საშინელ მდგომარეობაში . გავიდა წლები სკოლა დავამთავრე სწავლით ვერ ვისწავლე. ხელსაქმე მეხერხებოდა და წავედი სამკერვალო საწარმოში სამიშაოდ 28 წლის რო გავხდი დავოჯახდი და აი აქ იჩინა ჩემა წარსულმა პრობლემა მეუღლესთან ურთიერთობა ყველა მისი მოძრაობა წარსულს მახსენებდა სულ დაძაბული ვიყავი მშვიდად მხოლოდ მაშინ ვიყავი როცა არ მეფერებოდა და არანაირი შეხება არ გვქონდა ერთმანეთთან. რო ვუყურებდი ბედნიერზე ბედნიერი ვიყავი მარა რო ღამდებოდა და ვიცოდი რო უნდა დავწოლილიყავით ეგ იყო ჩემი უბედურება ყოველ ღამე ვტიროდი და მამაჩემს ვწყევლიდი ჩემი გაუბედურებისთვის. ერთი პრობლემა რაც არ ვიცი გაქრება თუ არა ეს არის მეუღლესთან საუბარი მშვიდად ჩემი აზრები რო გავანდო დღემდე ვერ შევძელი არ შემიძლია საუბარი. რამეს რო მეკითხება ვპასუხობ და ვეკითხები კიდეც მე მარა მეტად ვეღარ ვსაუბრობ გულჩათხრობილი ვარ საშინელი არ ვიცი ამას როგორ ვუშველო ხშირად მეჩხუბება ჩემი მეუღლე რატო არ მელაპარაკებიო საერთოდ არ ფიქრობ არაფერზეო მომიყევი რაზეფიქრობ რა გინდა ყველაფერი მაინტერესებსო მარა მე ისევ ჩუმად ვარ და ვერ ვპასუხობ ვერაფერს ხმას ვერ ვიღებ ვერაფერზე ვერ ვეწინააღმდეგები მეშინია შიში ვარ სულ არ შემიძლია კომფლიქტი ცოტათი ხმამაღალი მკაცრი საუბარიც კი ისე მაშინებს ჭიანჭველას ვემსგავსები თითქოს რომლის გასრესვაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ. მეუღლემ არ იცის არაფერი მამაჩემზე. და არც არავინ ზუსტად ეს მანადგურებს ეს საშინელი საიდუმლო რომელსაც ვერ ვამხელ და ვერც ვერასდროს ვერ გავამხელ. საბედნიეროდ ჩემი გულის გასახარებლად შესაბამისი სიბერე აქვს მამაჩემს ჯერ სადააა არ დატოვებს ცხოვრება უპასუხოდ მას და მისნაირ ღორებს. მე მას ვაპატიე ცხოვრებას და უფალს მივანდე მისთვის სამაგიეროს გადახდა და სრულდება კიდეც. აი მეკი არ ვიცი ოდესმე რამე მეშველება თუ არა. მადლობა რო დრო დამითმეთ და წაიკითხეთ ჩემი არასახარბიელო ისტორია და ბოდიში რო მოგაცდინეთ.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved