“ჯონი დეპს 10 წლის წინ შევხვდი და ის არის საუკეთესო ბიჭი, ვისთანაც კი ოდესმე მისაუბრია…” – ასე ულოცავს ბერა ივანიშვილი “ინსტაგრამზე” ჰოლივუდის ვარსკვლავ ჯონი დეპს ყოფილ მეუღლესთან სასამართლო დაპირისპირებაში გამარჯვებას.
“Congratulations @johnnydepp!’ (“გილოცავ”) – წერს ბერა.
შეგახსენებთ, ცილისწამების საქმეზე მიმდინარე ექვსკვირიანი სასამართლო დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა. ჰოლივუდის მსახიობის ყოფილ მეუღლეს, ასევე მსახიობს ამბერ ჰერდს ნაფიცმა მსაჯულებმა დეპისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანის გამო, 15 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
კომენტარები