• რეკლამა
  • კონტაქტი
01:03, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილი შავ შოკოლადს მიირთმევს, ბანანს თუ ჩაქაფულთან აქვს განზიდვა, ამით ქართული საზოგადოება დაიღალა! – ალუდა ღუდუშაური

ალია ავტორი - ალია
12:26 06-02-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
184

ქართული მართლმსაჯულება აღსრულდა, რაც მალე შეეგუებიან ამას, უკეთესი იქნება მისთვის და ოჯახისთვის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ოჯახის განხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ხელისუფლება მათ მიერ შერჩეულ ექსპერტებს არ ენდობა, შეუძლიათ დაუშვან ექიმთა ჯგუფი, ვის მიმართაც ნდობა თავად ექნებათ.

ალუდა ღუდუშაური მიხეილ სააკაშვილთან ცენტ “ემპათიას” ექსპერტების დაშვებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება დასკვნა, სააკაშვილს მოუწევს იმდენი წლით ქართულ ციხეში ყოფნა, რამდენიც მისჯილი აქვს.

“ყოველგვარი მცდელობა, რომ არაჟნებთან ერთად შემოპარული კრიმინალი სააკაშვილი ქვეყნიდან გააპარონ და გაიყვანონ, იქნება ფუჭად ჩავლილი. ამიტომ ამისთვის დროს და ენერგიას ფუჭად ხარჯავენ. მათ რაც უნდა გააკეთონ, ეს არის, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს უთხრან, გააგრძელოს ყველანაირი საკვების მიღება და დაემორჩილოს კანონმდებლობას, მისთვისვე იქნება უკეთესი. ამიტომ ნებისმიერი მიკერძოებული პირის, “ემპათია” იქნება თუ სხვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ასე ვერ დაიძლევა კანონმდებლობის მოთხოვნა, შესაბამისად, სააკაშვილს მოუწევს იმდენი წლით ქართულ ციხეში ყოფნა, რამდენიც აქვს მისჯილი. როგორიც არ უნდა იყოს და ვისი დასკვნაც არ უნდა იყოს, ქვეყანაში არსებობს კანონმდებლობა და ჯანდაცვის სისტემა.

საზოგადოებას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ, კარგად ახსოვს ქართველ ხალხს ციხეებში დატრიალებული “ბართლომეს ღამეები”, როგორ უწყობდნენ მოსახლეობას ჯოჯოხეთს. შავ შოკოლადს მიირთმევს, ბანანს თუ ჩაქაფულთან აქვს განზიდვა, ამით ქართული საზოგადოება დაიღალა. სააკაშვილმა უნდა გააგრძელოს ციხეში კანონმდებლობის შესაბამისად სასჯელის მოხდა. ამიტომ სხვაგვარი დამოკიდებულება აქ ვერ და არ იქნება. სააკაშვილს მოუწევს შეგუება, რომ ქართული მართლმსაჯულება აღსრულდა მის თავზე, ეს არის სამართლიანი, ობიექტური რეალობა,რაც მალე შეეგუებიან ამას, უკეთესი იქნება მისთვის და ოჯახისთვის,”- განაცხადა ღუდუშაურმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved