• რეკლამა
  • კონტაქტი
18:35, სამშაბათი, 21 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ირაკლი კობახიძისა და “ოცნების” 4 ტყუილი” – ელენე ხოშტარია

ალია ავტორი - ალია
14:38 05-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
701

“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია, ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” განცხადებებზე საუბრობს და ამბობს:

ირაკლი კობახიძისა და მმართველი პარტიის 4 ტყუილი

  1. “მთელი გამოსვლის განმავლობაში, ირაკლი კობახიძე ცდილობდა, რომ მიზანმიმართულად დაეკნინებინა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მნიშვნელობა. ის საუბრობდა, რომ ამას არ მოჰყვებოდა აბსოლუტურად არანაირი კონკრეტული სარგებელი, რაც, რა თქმა უნდა, ჰგავს საფუძვლის შემზადებას ამ საკითხის ნიველირებისთვის. საფუძვლის შემზადებას უარის შემთხვევაში. ეს არის სახელმწიფოს და ჩვენი ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ წასვლა. უნდა გვესმოდეს, მიუხედავად იმისა, რა ტექნიკურ ნაბიჯებს მოიცავს კანდიდატობის სტატუსი, კანდიდატობის სტატუსი არის აუცილებელი ეტაპი წევრობისთვის. ეს არის პირდაპირი პოლიტიკური გზავნილი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ. რაც მთავარია, უკრაინაში ომის კონტექსტში, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი: ხარ ევროპის მხარეს თუ ხარ რუსეთის მხარეს. ამიტომ, როდესაც “ოცნების” ხელისუფლება გამოდის და პირდაპირ საუბრობს, რომ კანდიდატობა არაფერს არ ნიშნავს, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
  2. გამონათქვამი, თითქოს საქართველო ასრულებს ყველა ვალდებულებას და არის მოწინავე ქვეყანა ვალდებულებების შესრულების კუთხით. ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო აქტორების არაერთი შეფასება, მათ შორისაა, კარლ ჰარცელის გუშინდელი შეფასება. მან ჩამოთვალა კონკრეტული საკითხები, რას არ ასრულებს საქართველო – ეს არის არჩევნები, ეს არის 5 ივლისი ანუ ძალადობა, ეს არის ჟურნალისტების უფლებები, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, ეს არის ფარული მოსმენებისა და პირადი ცხოვრების ხელყოფის პრობლემა. ასევე, რა თქმა უნდა პოლიტიკური დევნა, ნიკა გვარამიას სრულიად უკანონო დაკავება, რომელიც ზუსტად ევროკავშირის ამ გადაწყვეტილების წინ მოხდა. შევახსენებ საზოგადოებას Amnesty International-ის მყისიერ დასკვნას, რომ გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა.
  3. მესამე ტყუილი – თუ ჩვენ არ მივიღებთ კანდიდატობის სტატუსს, ეს ნიშნავს, რომს ევროკავშირს არ აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ. ევროკავშირი ჩვენ პირდაპირ გვეუბნება, დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ. მათ აქვთ და ჰქონდათ პოლიტიკური ნება მთელი ჩვენი დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში. ისინი პატივს სცემენ ქართველი ხალხის ამ სურვილს, თუმცა, ამას სჭირდება კონკრეტული პირობები, რომლებსაც, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობა არ კატეგორიულად ასრულებს.
  4. მეოთხე ტყუილი – რომ თითქოს ეს მთელი პროცესი და უარი, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობა, რაიმე კავშირშია არეულობასა თუ ომის სურვილთან. “ომის პარტია”, “ომის სურვილი”, “ომი იქნება” ეს არის რუსული პროპაგანდისტული იარაღი, რომ გვათქმევინონ უარი ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებზე. ევროკავშირის პერსპექტივის რაიმე სახით დაკავშირება ომთან არის მიზანმიმართული ანტიდასავლური ნაბიჯი.

 

თეგები: ელენე ხოშტარიაირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved