• რეკლამა
  • კონტაქტი
13:45, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

30 მაისი გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღეა

ალია ავტორი - ალია
10:56 05-30-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

ყოველწლიურად, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, 30 მაისს საღნიშნავს გაფანტულ სკლეროზთან ბრძოლის დღეს – გლობალური სოლიდარობის და მომავლის იმედის ნიშნად!

პირველად, გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღე (World Multiple Sclerosis Day), გაფანტული სკლეროზის საერთაორისო ფედერაციამ (MSIF), 2009 წელს აღნიშნა. აღნიშნული ფედერაცია ოფიციალურად 1967 წელს დაარსდა და მისი მიზანია გაფანტული სკლეროზის, მისი მკურნალობის მეთოდების შესახებ სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაცია და ინფორმაციის გავრცელებაა, თემატური კამპანიების საშუალებით.

გაფანტული სკლეროზის სიმბოლოს ნარინჯისფერი ცნობადობის ლენტი წარმოადგენს.

გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღეს, ბევრ ქვეყანაში იმართება კონფერენციები, საგანმანათლებლო ლექციები და სემინარები. ექიმებს გადაეცემათ საპატიო დიპლომები, სერტიფიკატები – დაავადების მკურნალობაში წარმატების მიღწევისთვის. საქველმოქმედო ფონდები აგროვებენ თანხებს, აღნიშნული დაავადების მქონე ადამიანებისთვის. სპეციალისტები კი იძლევიან რჩევებს, ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

წელს, გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღის თემა გახლავთ „კავშირი“ (Connect). თემა 2020-დან 2022 წლამდე გრძელდება და ყურადღებას ამახვილებს სამყაროს გაერთიანებაზე როგორც ერთმანეთთან, ასევე საკუთარ თავზე უკეთესი მოვლისთვის.

დღევანდელი თარიღი არის შესაძლებლობა, არა მხოლოდ გავიხსენოთ რთული დიაგნოზით მცხოვრები ადამიანები, არამედ ვისაუბროთ დროული დიაგნოსტიკის, რეგულარული გამოკვლევებისა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე.

გაფანტული სკლეროზი ნერვული სისტემის ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც თავს იჩენს ახალგაზრდა ასაკში და დროთა განმავლობაში, შეიძლება მძიმე ინვალიდობა გამოიწვიოს. მხოლოდ ადრეულ დიაგნოზს და დროულად დანიშნულ მკურნალობას შეუძლია პათოლოგიის პროგრესირების შენელება და სტაბილური რემისიის უზრუნველყოფა.

დღეისათვის, მსოფლიოში 2.8 მილიონ ადამიანს უწევს ცხოვრება ამ დაავადებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 3000 ადამიანიდან, 1-ს აქვს გაფანტული სკლეროზი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved