• რეკლამა
  • კონტაქტი
18:58, ხუთშაბათი, 19 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების მოწოდებით გამოდის

ალია ავტორი - ალია
10:52 05-30-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებისადმი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში, მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას, აღიარონ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ.

“კიდევ და კიდევ შევახსენებ მსოფლიოს, აუცილებელია, რომ რუსეთი ოფიციალურად აღიარონ სახელმწიფო ტერორისტად, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ეს უბრალოდ სიმართლეა. ეს ნათლად ასახავს იმ რეალობას, რომელიც ოკუპანტებმა შექმნეს უკრაინაში”, – თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთის ტერორისტულ მოქმედებებზე ასევე ისაუბრებს ევროპული საბჭოს სხდომაზე, რომელიც 30-31 მაისს გაიმართება.

ამავდროულად, ზელენსკიმ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზეც ისაუბრა.

“ვითარება ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით დონბასსა და ხარკოვში, სადაც მტერი გარკვეული წარმატების მიღწევას ცდილობს. ოკუპანტების სამიზნე ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, ბახმუტი, პოპასნა და სხვა დიდი ქალაქებია.

ჩვენი მცველები მედგრად დგანან. ყოველდღე ვცდილობთ ჩვენი არმიის გაძლიერებას. ვცდილობთ, იარაღით აქტიურად მოვამარაგოთ. ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენს პარტნიორებზე და მათ დახმარებაზე… მტერმა ნიკოლაევში დასახლებული პუნქტი დაბომბა, სადაც საბავშვო ბაღი იყო. ერთი დაიღუპა, 7 დაიჭრა, ორი კი მძიმე მდგომარეობაშია…

რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ უნდა გამოაცხადონ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აუცილებლად მოხდეს. მტერს დაბლოკილი აქვს ხერსონის ოლქი და ადამიანებს გამოსვლის უფლებას არ აძლევენ, ტყვედ ჰყავთ აყვანილი. უკრაინა ყველა ტერიტორიას დაიბრუნებს. ეს გარდაუვალია”, – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის  ახალი კამპანია   
ახალი ამბები

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის ახალი კამპანია   

17:09 11-19-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:33 11-19-2026
თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში
ახალი ამბები

თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში

13:55 11-19-2026
როგორ მუშაობს SEO სტრატეგია ქართულ საძიებო ბაზარზე 
ახალი ამბები

როგორ მუშაობს SEO სტრატეგია ქართულ საძიებო ბაზარზე 

18:12 11-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved