• რეკლამა
  • კონტაქტი
20:54, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

28 მაისის შეჯამება უკრაინაში – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
00:52 05-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
535

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

28 მაისის შეჯამება უკრაინაში:

– იმ დროს, როდესაც დონეცკის რაიონის ქალაქ ლიმანთან რუსებმა რკინიგზის კვანძის სრულად დაკავება დაიწყეს ისინი უკრაინულ ჩასაფრებაში აღმოჩნდნენ. ბრძოლა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოგვიანებით რუსებმა დამატებითი ძალების გადმოსროლა შეძლეს. შეტაკებები ქალაქის რკინიგზის სადგურთან ახლაც გრძელდება.

– ლუგანსკის რაიონში, ქალაქი სევეროდონეცკის სასტუმრო “მირის” მიდამოებზე უკრაინელებმა კონტროლი აღადგინეს. რუსებმა უკან, ტყისკენ დაიხიეს. თუმცა უკრაინელები არ გამორიცხავენ ქალაქიდან ევაკუაციას, რადგან სამხრეთით, პოპასნაიადან წამოსული რუსული ნაწილები ერთის მხრივ ქალაქ ზოლოტეს და იქ გამაგრებულ უკრაინულ დანაყოფებს უქმნიან სერიოზული საფრთხეს, ხოლო მეორეს მხრივ თავდაცვითი ზღუდეები ფლანგებზე უცნობია კიდევ რამდენ ხანს იქნება შენარჩუნებული, მით უფრო ზოლოტეს დაცემის შემთხვევაში. სევედოცონეცკის შესაძლო ევაკუაციის განხორციელება იმთავითვე არ გულისხმობს ლისიჩანსკის ევაკუაციასაც. არამედ გამოყვანილმა ნაწილებმა შეიძლება აქცენტი პოპასნაიდან წამოსული რუსული ნაწილების შეჩერება დაიწყონ. თუმცა ჯერ ეს მხოლოდ ვერსია და სცენარია. ამ ეტაპზე უკრაინელები სევეროდონეცკში რუსულ შეტევას ეფექტურად უმკლავდებიან.

– ხარკივის შემოგარენში, საზღვართან, უკრაინელები ცუპივკას უტევენ და რუსეთიდან დამატებით გადმოსულ დანაყოფებს ანადგურებენ. ხარკივის შემოგარენი კვლავ რჩება მნიშვნელოვანი საბრძოლო მოქმედების არეალად, თუმცა ამჯერადაც რუსების მიზანი კვლავ უკრაინული ნაწილების ამ მიმართულებაზე შეყოვნებაა, რათა მათი გადანაწილება სამხრეთით, იზიუმისაკენ შეფერხდეს.

– გუშინ დაწყებული უკრაინული შეტევა ხერსონის რაიონში დღეს სიღრმეში გაიშალა. უკრაინელებმა კიდევ ოთხ ადგილას გადალახეს მდინარე ინჰულენცი. როგორც გუშინ აღვნიშნე შეტევის ძირითადი ნაწილი მდელოზე, უტყეო ზონაში მიმდინარეობს, კახოვკას მიმართულებით. სავარაუდოა რომ შეტევითი პროცესების წარმატებით განვითარების შემთხვევაში ეს იქნება ძირითადი დაჯგუფება, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან მიადგება ცენტრალურ ქალაქებს (კახოვკასა და ხერსონს). შეტევის მეორე ნაწილი სამხრეთით, ხერსონთან დაიწყო. ამ მიმართულებიდან ადრეც იყო მცდელობა მიახლოებოდნენ ქალაქს, თუმცა მაშინ ამ ოპერაციას გარდამტეხი ცვლილება არ მოუტანია.

– სამხრეთში, ზაპორიჟიას რაიონში ჰულიაიპოლესთან რუსული ტექნიკა თავისი შემადგენლობით იქნა განადგურებული. რუსები, რომლებმაც შეტევის წინ საკმაოდ დიდ ნაწილს მოუყარეს თავი უკრაინული პრევენციული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. საარტილერიო დუელი შედგა ზაპორიჟია-დონეცკის რაიონების საზღვართანაც, სადაც უკრაინელებმა შეძლეს და რუსული არტილერია დაჯაბნეს.

– უკრაინელებმა მიიღეს იმ რაოდენობით ხომალდსაწინააღმდეგო “ჰარპუნის” ტიპის რაკეტები, რომელთაც რუსული შავი ზღვის ფლოტის განადგურება შეუძლია. როგორც ჩანს ამიერიდან არამხოლოდ ოდესის უსაფრთხოება დასტაბილურდება, არამედ სერიოზული პრობლემები შეექმნება რუსულ ფლოტს ანექსირებულ ყირიმშიც.

თეგები: გიორგი კობერიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved