პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და რადაში სიტყვით გამოვა. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისმა დღეს განაცხადა.
ადმინისტრაციის განცხადებით, დუდა უკრაინის პარლამენტში, პირველი უცხო სახელმწიფოს მეთაური იქნება, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სიტყვით მიმართავს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ საათზე მიმართავს პოლონეთის პრეზიდენტი მეზობელი ქვეყნის პარლამენტს.
კომენტარები