• რეკლამა
  • კონტაქტი
06:31, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთის მოქალაქეებმა ბათუმის თარჯიმანთა ბიუროში უკრაინის დროშა ჩამოხიეს და თანამშრომელს დაარტყეს

ალია ავტორი - ალია
12:02 05-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
458

ფეისბუქმომხმარებელი, დათო ტრაპაიძე აცხადებს, რომ ბათუმში, თარჯიმანთა ბიუროში რუსეთის ოთხმა მოქალაქემ კარებზე გაკრული უკრაინის დროშა გააპროტესტა, რომელსაც ზმეინის კუნძულის დამცველების ცნობილი ფრაზა ეწერა. ტრაპაიძე წერს, რომ რუსებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თარჯიმანს.

როგორც ტრაპაიძე ამბობს, თარჯიმანთა ბიუროს თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს და რუსებმა განყოფილებაში ჩვენებაც მისცეს.

“ჩვენებები მიცემულია, ახლა პოლიციას დაველოდებით. სამუშაო პროცესში ხელის შეშლა, სხვისი ნივთის ხელყოფა, ფიზიკური შეურაცხყოფა. თან ემუქრებოდნენ სათარჯიმნო საქმიანობაში სამომავლოდ ხელის შეგიშლითო, ვიტყვით რომ ცუდები ხართო, კლიენტებს დაგიფრთხობთო”, — წერს ის.

თარჯიმანთა ბიუროს თანამშრომელი, ელენე ხაჯაშვილი ბათუმელებთან ამბობს, რომ როდესაც უკრაინის დროშის დაზიანება დაიწყეს, მისმა კოლეგამ, ნანა წაქაძემ რუსეთის მოქალაქეებს მიუთითა, რომ კერძო საკუთრებაში იყვნენ და სხვის ქონებას აზიანებდნენ. ხაჯაშვილი ჰყვება, რომ ისინი მათ ემუქრებოდნენ კიდეც.

“ჯერ დაგვემუქრნენ, უნდა გიჩივლოთ, დაგვიწერეთ თქვენი სახელი და გვარი რომ გიჩივლოთო. ჩხუბი უნდოდათ, მაგრამ ჩვენ არ ავყევით. მე სახელი და გვარიც დავუწერე, წადით და მიჩივლეთ-მეთქი. ეს არ მოეწონათ და დაიწყეს დროშის ჩამოხევა”, — ამბობს ის ბათუმელებთან.

ნანა წაქაძე ბათუმელებთან აცხადებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენეს, როდესაც ტელეფონით გადაღება დაიწყო.

“ამ დროს ახლოდან ტელეფონით ვიღებდი, როცა ფიზიკურად შემეხო, ხელი დამარტყა. გამოვიძახეთ პოლიცია და მალევე მოვიდნენ, გადამიყვანეს განყოფილებაში, სადაც მივეცი ჩვენება”, — თქვა მან ბათუმელებთან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved