• რეკლამა
  • კონტაქტი
13:55, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნადეჟდას“ და პუტინისტებს რომ გვეძახიან ეს არის წარმოუდგენელი ტყუილი…” – სოფო ნიკოლაიშვილი

ალია ავტორი - ალია
00:34 05-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,131

ძალიან უხერხულია, კეზერაშვილის ტელევიზიებიდან იმის გაჟღერება, რომ თურმე „იმედის“ ჟურნალისტებმა თავდახრილებმა უნდა ვიაროთ. ვინ არის კეზერაშვილი, არ იციან მათ? ეს ის ადამიანია, რომელსაც 2008 წლის ქონებრივ დეკლარაციაში უწერია 1 ბინა და თუ არ ვცდები, წლიური შემოსავალი 51 000 ლარი. 2008 წლის ბოლოსკენ კი 3 კომპანია ოფშორში დარეგისტრირებული, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„კეზერაშვილის ტელევიზიიდან მოგვიწოდებთ, რომ ვიყოთ თავდახრილები. უკაცრავად, თქვენ ამას ვერ მოგვიწოდებთ და საერთოდ ვერ დაგვაკომპლექსებთ. ეს კრიტიკული მედია არ არის. კრიტიკული მედია რომ იყოს ამ ქვეყანაში, ოპოზიციაც ბევრად ძლიერი იქნება. ესენი არიან ზიზღით აღჭურვილები. რატომ ხდება, რომ 4 ტელევიზია ერთად, ვერ აგროვებს ამდენი ხანი რევოლუციისთვის საჭირო ხალხს? 4 ტელევიზია ერთად ვერ აგროვებს იმ რეიტინგს, რასაც „იმედი“. ეს იცით, რატომ ხდება? ხალხი ხვდება, რომ ეს არის ზიზღი და არა კრიტიკა. „იმედს“ გაცხადებული აქვს თავისი პოლიტიკა, რომ „ნაციონალურ პარტიას“,როგორც ზიზღის პარტიას, მინიმუმ ვერ დავეხმარებით ხელისუფლებაში მობრუნებაში“, – განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.

„იმედს“ აქვს ძალიან დრამატული წარსული, ძალიან ტრავმირებული ტელევიზიაა ამ ძალისგან, ყოფილი ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობისგან“, – აქ მხოლოდ ფიზიკურ დარბევაზე არაა საუბარი, აქ საუბარია უდიდეს მორალურ ზიანზე, როდესაც ცდილობდნენ აქედან ჟურნალისტები გადაებირებინათ მუქარით, ფულით და ეს ასე მოხდა. ეს იყო უმძიმესი პროცესი. ჩემს კოლეგას ვეკითხებოდი: ხომ არ გადახვალ, ხომ არ მიატოვებ „იმედს“ – პასუხი იყო – არა და მეორე დღეს ვხედავდი მაშინდელი „რუსთავი 2“-ის ეთერში. ეს პროცესი არ ჩერდება, ისევე როგორც ეს ძალა [„ნაციონალური მოძრაობა“] არ იცვლება.

ვინც ჩვენს ეთერში, ცოტა ხნის წინ შემოიჭრნენ, ის ადამიანები ოჯახით, პარტიულად, ყველანი სააკაშვილზე დამოკიდებულები არიან, ამ ძალაზე და მათ ლიდერზე ცხოვრებით არიან მიბმულები და გასაგებია რატომ სჭირთ ის, რაც სჭირთ. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ჩუმად ვართ – „ნადეჟდას“ და პუტინისტებს რომ გვეძახიან ეს არის წარმოუდგენელი ტყუილი. ამ ყველაფერს ვითმენთ. ესენი ამასობაში ამ ნარატივს ამკვიდრებენ, რომელიც რა თქმა უნდა პარტიული ნარატივია. ჩვენ ამას დიდი ხანია ვითმენთ, იმიტომ რომ თითქოს ამაზე მაღლა ვდგავართ, მაგრამ ესენი ამას ასე კი არ აღიქვამენ, ისინი აღიქვამენ, რომ ჩვენ მართლა გვაქვს იმის კომპლექსი, რასაც გვაბრალებენ“, – განაცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.

თეგები: სოფო ნიკოლაიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved