ლექსო თორაძე წუხელ სამშობლოში ჩამოასვენეს. ქართველ პიანისტს თბილისის კონსერვატორიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ლექსო თორაძეს 19 მაისს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. ის 69 წლის ასაკში, 11 მაისს გარდაიცვალა.
მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ლექსო თორაძე თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად არის აღიარებული.
კომენტარები