ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ქალმა შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ქუჩაში გამოსულს კი, სავარაუდოდ, ყოფილი ქმარი დახვდა და დანით დაჭრა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, 32 წლამდე ასაკის ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
კომენტარები