• რეკლამა
  • კონტაქტი
11:23, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მომატყუეს, ფილერის მაგივრად, ბიოპოლიმერი შემიყვანეს” – როგორ იქცა ეკა ყუშიტაშვილი ესთეტიკური ცენტრების მსხვერპლად

ალია ავტორი - ალია
20:53 05-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,146

სილა­მა­ზე მსხვერ­პლს მო­ი­თხოვ­სო, – ეს პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი, მისი ყვე­ლა­ზე პირ­და­პი­რი და სას­ტი­კი მნიშ­ვნე­ლო­ბით ეკა ყუ­ში­ტშ­ვილ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და. ვიდ­რე ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრებ­თან ეკას მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე მო­გი­თხრობ­დეთ, გა­გახ­სნებთ, სა­ი­დან იც­ნობს მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი. 6 წლის წინ ეკა­სა და პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ინ­ტერ­ნე­ტ­ჰი­ტად იქცა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა ყუ­რა­დღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იმ გა­რე­მო­ე­ბამ მი­ი­პყრო, რომ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ეკა სა­მარ­თალ­დამ­ცავს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მა­შინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის და­ვით ცი­ნა­რი­ძის სა­ხელს უხ­სე­ნებ­და და ცდი­ლობ­და ამით მას­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ეხ­დი­ნა.

ამ ამ­ბის შემ­დეგ ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუს სა­სურ­ველ სტუმ­რად იქცა. რო­გორც თა­ვად გვიყ­ვე­ბა ყვე­ლა­ფე­რი 8 წლის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც ერთ-ერთ ცნო­ბილ ეს­თე­ტი­კურ ცენ­ტრს ტუ­ჩის ასი­მეტ­რი­ის პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად მი­ა­კი­თხა. ექი­მებ­მა ფი­ლე­რის ინექ­ცი­ის გა­კე­თე­ბა შეს­თა­ვა­ზეს, რა­ზეც და­თან­ხმდა.

“22 წლის ვი­ყა­ვი, გა­მო­უც­დე­ლი, თურ­მე მო­მა­ტყუ­ეს და ფი­ლე­რის მა­გივ­რად ბი­ო­პო­ლი­მე­რი შე­მიყ­ვა­ნეს ტუჩ­ში. სახ­ლში მი­სულ­მა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ტუ­ჩის ერთი მხა­რე დიდი იყო, მე­ო­რე კი – პა­ტა­რა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ისევ მი­ვე­დი და ისევ და­მი­მა­ტეს. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ფი­ლერს მი­კე­თებ­დნენ. ბი­ო­პო­ლი­მე­რი ეს არის ე.წ. სი­ლი­კო­ნი, რო­მე­ლიც რო­გორც კი ორ­გა­ნიზ­მთან შე­დის რე­აქ­ცი­ა­ში, მა­შინ­ვე ქვავ­დე­ბა და მისი ამოკ­ვე­თის გარ­და სხვა გზა არ არის. თან­და­თან მა­წუ­ხებ­და, სახე მი­შუპ­დე­ბო­და და ტუ­ჩის ფორ­მაც კი­დევ უფრო უა­რე­სი გა­მიხ­და. გა­დავ­წყვი­ტე გა­მო­სა­ვა­ლი მე­პოვ­ნა”.

გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა­ში ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი კი­დევ ერთი თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი გახ­და ეს­თე­ტი­კის კი­დევ ერთ ცენ­ტრში.

“თვე­ში ვიხ­დი­დი 800 ლარს, ვი­თომ რა­ღაც პრო­ცე­დუ­რებს მი­კე­თებ­დნენ. იცოდ­ნენ, რომ ბი­ო­პო­ლი­მე­რის გა­წო­ვა არ ხდე­ბა და უტიფ­რად მა­ტყუ­ებ­დნენ. სარ­გებ­ლობ­დნენ ჩემი გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლო­ბით ამ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხში. ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ კი­დევ უფრო შე­მი­შუპ­და სახე. ექოს­კო­პია რომ გა­ვი­კე­თე, კის­ტა აღ­მო­მაჩ­ნდა. სულ უფრო მირ­თულ­დე­ბო­და მდგო­მა­რე­ო­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ტუ­ჩის ქვეშ ახა­ლი ტუჩი ამომ­დი­ო­და. სა­უბ­რის დროს მე­კბი­ნე­ბო­და ხოლ­მე ტუჩ­ზე და სის­ხლი მომ­დი­ო­და. სა­ში­ნე­ლი დღე­ე­ბი გა­და­ვი­ტა­ნე. ფი­ზი­კურ ტკი­ვი­ლებ­თან ერ­თად ემო­ცი­უ­რად კი­დევ უფრო მძი­მე იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი”, – გვიყ­ვე­ბა ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი.

ა.წ. 21 მა­ისს, ეკამ ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. მისი თქმით, მსგავ­სი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და.

“ჩა­მი­ტარ­და ზედა და ქვე­და ტუ­ჩის პლას­ტი­კა, 5 – სა­ა­თი­ა­ნი ნარ­კო­ზით. ოპე­რა­ცია სან­დრო კუ­ტუ­ბი­ძეს­თან გა­ვი­კე­თე. აქამ­დე ყვე­ლა ერი­დე­ბო­და ამ ოპე­რა­ცი­ას, რად­გან ქი­რურ­გი­უ­ლი კვე­თის დროს ერთი ნერ­ვიც რომ და­ზი­ან­დეს, ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა სახე გა­უ­შეშ­დეს და მი­მი­კე­ბის გა­რე­შე მო­უ­წი­ოს ცხოვ­რე­ბა. ორი­ვე ტუ­ჩი­დან ამო­მი­ღეს ბი­ო­პო­ლი­მე­რი, სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ა­რა, მაგ­რამ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი იყო ურ­თუ­ლე­სი. 2 კვი­რა ვერ ვლა­პა­რა­კობ­დი, ვერც ვჭამ­დი. ბოლო სამი დღეა, რაც და­ვი­წყე ლა­პა­რა­კი და მსუ­ბუ­ქი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა. უამ­რა­ვი ნა­კე­რი მაქვს პი­რის ღრუ­ში. კი­დევ 2 კვი­რა მჭირ­დე­ბა, რომ ჭრი­ლო­ბა შე­ხორ­ცდეს. იმ ყვე­ლაფ­რის გამო რაც გა­მო­ვი­ა­რე, აწი არა­სო­დეს გა­ვი­კე­თებ მსგავს რა­მეს. არც ფი­ლერს, რად­გან მა­საც აქვს ბევ­რი რის­კი და ნე­გა­ტი­უ­რი მხა­რე, რო­გორც ექი­მებ­მა მი­თხრეს”, – ამ­ბობს ეკა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი.

წყარო : ამბები.ჯი

თეგები: ეკა ყურშიტაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved