• რეკლამა
  • კონტაქტი
01:40, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბებია და 5 არასრულწოვანი ბავშვი ცხოვრობენ, არც მეტი და არც ნაკლები – აივანზე – ბაია პატარაია

ალია ავტორი - ალია
15:01 05-14-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
316

ქალთა უფლებების დამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“ქალს 4 თვის ჩვილი წაართვა ქმარმა და აღარ დაუბრუნა. ქალი ხან სახლში მიადგა, ხან პოლიციაში მივიდა, ხან იურიდიული დახმარების ბიუროს მიაკითხა, ბოლო-ბოლო ჩვენთანაც აღმოჩნდა 4 თვის თავზე. დაირაზმა საფარი: 1 ადვოკატი, 2 სოცმუშაკი, პოლიცია, სახელმწიფოს სოცმუშაკი, თარჯიმანი, დედა თავისთავად და მიადგა ოჯახს ბავშვის გამოსაყვანად და აქ იწყება დაუჯერებელი ამბავი საქართველოს ჩამოქცეული სახელმწიფოსი:

ოჯახი – ბებია და 5 არასრულწოვანი ბავშვი ცხოვრობენ, არც მეტი და არც ნაკლები – აივანზე, საკუთარი სახლის აივანზე, რადგან მათი სახლი ახლა სხვისია და იმ სხვა მეპატრონემ მხოლოდ აივანზე ცხოვრების ნება დართო დროებით. აივანი ხალიჩებითაა გარშემორტყმული ქარისგან დასაცავად, მოუვლელი ბავშვები სკოლაში არ დადიან, მამა სამუშაოდაა ყაზბეგში, ხოლო ბებია უარზეა 8 თვის ბავშვი გაატანოს დედას.

პოლიცია ხელს სოცმუშაკისკენ იშვერს, იმან დადოს დასკვნა, რომ გასაყვანია და გავიყვანთო. სოცმუშაკი ამბობს, რომ ეს გარემო ბავშვისთვის სიცოცხლის და ჯანრთელობისთვის რისკის შემცველი არ არის და სადაც 4 თვე გაძლო ამ ბავშვმა ამ ვითარებაში, კიდე გაძლებს. ჩვენები დემონსტრაციულად ეკითხებიან ბებიას თუ რას აჭმევს ბავშვს. ბებია პასუხობს, რომ აჭმევს იმას, რასაც თავად ჭამს, ხოლო ბანაობით მეზობლებთან აბანავებს. თუმცა, ხუთივე ბავშვი მოუვლელი და დასაბანია.

ბოლოს ჩემები მირეკავენ და მიხსნიან, რომ სახელმწიფოს სოცმუშაკი არაპროფესიონალი და არაადეკვატურია და სახელმწიფო არ აპირებს ბავშვის გამოყვანას. მეთქი, მოკიდოს დედამ ხელი თავის შვილს და წამოიყვანოს და თუ ვინმე თავს დაესხმება მას, თქვენც მანდა ხართ და პოლიციაც, დაიცავით! და აი, ასე, უბრალოდ დავავლეთ ხელი ბავშვს და წამოვიყვანეთ, არანაირი არაფერი, მზერით გამოგვაცილეს…

დედებო, გახსოვდეთ, თქვენი შვილის წამოყვანის უფლება სულ გაქვთ, თუ სასამართლოს არ აუკრძალავს. ვიცი, რომ არ გეხმარებიან სახელმწიფო უწყებები, მაგრამ თქვენ გაქვთ საკუთარი შვილის აღზრდის უფლება და გამოიყენეთ ის. დახმარებისთვის კი დაუკავშირდით საფარი/Sapari.

პ.ს. იმ სოცმუშაკს მივხედავთ!

პ.პ.ს. დანარჩენი 4 ბავშვზე განცხადებებს კი დავწერთ, მაგრამ მათი დედა სამუშოდ თურქეთშია წასული, იურიდიულად იმ სხვა ბავშვებს ჩვენ ვერ წარმოვადგენთ მშობლების ნებართვის გარეშე და საქმე გაჭირდება”, – წერს პატარაია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved