• რეკლამა
  • კონტაქტი
19:54, ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საეჭვოა, მოსკოვმა სერიოზულად განიხილოს “სამხრეთ ოსეთის” შემოერთების საკითხი, ამით მხოლოდ პრობლემებს მოიმრავლებს – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
11:42 05-14-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,202

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და ანატოლი ბიბილოვის მიერ რუსეთთან მიერთების საკითხზე “რეფერენდუმის” ჩანიშვნას ეხმაურება.

როგორც ის Facebook-ზე წერს, საეჭვოა, მოსკოვმა უახლოეს მომავალში “სამხრეთ ოსეთის” მიერთების საკითხი განიხილოს, რადგან ამით ოკუპანტი ქვეყანა მხოლოდ პრობლემებს მოიმრავლებს.

“ე.წ “სამხრეთ ოსეთში” ე.წ. “საპრეზიდენტო არჩევნებში” ბიბილოვის დამარცხება განაპირობა ორმა ფაქტორმა:

ა) “სამხრეთ ოსეთის” მოსახლეობა კატასტროფულად უკმაყოფილოა იმით, რომ ოსები, რომლებიც ცხინვალთან მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობდნენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ბიბილოვის წინადადებით, უკრაინაში საომრად გააგზავნა…ბევრი იქ დაიღუპა, სხვები გამოიქცნენ და ბიბილოვს ადანაშაულებდნენ: იქ რა გვინდოდა, უკრაინასთან ომის ჩვენი საქმე არ არის, ის ჩვენი ომი რატომ უნდა ყოფილიყოო.

და მათზე არ ჭრიდა არგუმენტი, რომ რუსეთის არმიის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები არიან და უბრძანეს.

ოსებს დღემდე ეგონათ, რუსეთს მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ სჭირდებოდათ და თურმე უკრაინის წინააღმდეგაც სჭირდებათ!ამიტომაც გამოიქცნენ ვინც ომს გადაურჩა და მშობლიურ `სამხრეთ ოსეთს` შეაფარეს თავი.

ბ) ამ ისტორიამ მოსკოვი გააცოფა მთლიანად ოს სეპარატისტებზე:

ფაქტობრივად, მოხდა უკრაინის წინააღმდეგ ომის დისკრედიტაცია.

აქედან გამომდინარე, ძალიან საეჭვოა მოსკოვმა უახლოეს მომავალში სერიოზულად განიხილოს “სამხრეთ ოსეთის” შემოერთების საკითხი, ამ ტერიტორიის შემოერთებით მხოლოდ პრობლემებს მოიმრავლებს. ბიბილოვი იმიტომ ამოხტა შარვლიდან` და ათასამდე ოსი “საზარბაზნე ხორცად” გააგზავნა უკრაინაში, რომ ეგონა: მოსკოვი ამისთვის დამაჯილდოებს მეც, ოსებსაც და რუსეთის ფედერაციის 86-ე სუბიექტად მიგვიღებსო

ამიტომ, მიმავალი ბიბილოვის მიერ რეფერენდუმის თარიღის ჩანიშვნა ჯერ ბევრს არაფერს ნიშნავს…”, – წერს ნიკა მელია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?
ახალი ამბები

როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?

15:35 04-16-2026
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა

12:44 04-16-2026
ახალი ამბები

სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია – რთული საქმეების დაცვის სტრატეგია

14:50 04-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved