ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და ეს ძალიან მძიმე სანახავია.
„რაც ვნახე ძალიან მძიმე სანახავი იყო… ფაქტობრივად ადამიანი აღარ არსებობს, გაქრა… აი ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ძალიან გამხდარია, ძლივს მოძრაობს. ყველაფერი ხდება ძლივს. ექიმებმა რა უნდა მითხრან, ისინიც ძალიან შეწუხებულები არიან და ძალიან უნდათ, რომ ეშველოს მაგრამ იცით რა? ვერც იღებენ მგონი პასუხისმგებლობას“, – აცხადებს ალასანია „მთავარის“ ეთერში.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი დიაგნოსტირების მიზნით რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
კომენტარები