ლიეტუვა რუსეთიდან ელჩს 1-ელ ივნისს გაიწვევს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 7 ივნისს სანკტ-პეტერბურგში ლიეტუვის საკონსულოც დაიხურება. მანამდე ოფიციალურმა ვილნიუსმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის უკიდურესად შეზღუდვას და კლაიპედში რუსეთის საკონსულოს დახურვას აპირებს.
კომენტარები