• რეკლამა
  • კონტაქტი
12:17, შაბათი, 4 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მივხვდი, რომ ბიძინას შანსი არა აქვს… ქალები გადაარჩენენ ამ ქვეყანას !” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
15:17 05-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,831

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

“გუშინ დაბადების დღე მქონდა. არ მიყვარს აღნიშვნა. ყველა გაფრთხილებული მყავს, რომ თუ პატივისცემა უნდათ, ამ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ნუ მიაქცევენ და ეს იქნება საუკეთესო საჩუქარი. ამიტომ თამუნამ ასეთი გამოსავალი მოძებნა. სანის ნათლობის დღე გადმოწია და ჩემთან შეუთანხმებლად 11 მაისს დაამთხვია.
5-ის ნახევარზე მირეკავს თამუნა. 5-ზე სასწრაფოდ მოდი ძველი სამების ეკლესიაში, სანის ვნათლავთო. სად გაგონილა-მეთქი, მამამ ნახევარი საათით ადრე შეიტყოს საკუთარი შვილის ნათლობის ამბავი. ასე გადაწყდაო. ახლა არ მცალია და 5-ზე იქ იყავიო.
ერთი სიტყვით, მივედი. იქ დამხვდნენ ჩვენი მეგობრები. მოიყვანეს სანი, მოვნათლეთ და ვუწოდეთ ანდრია.
თამუნას ვეუბნები, ეს ხალხი ასე როგორ გავუშვათ, როგორ არ შემითანხმე-მეთქი. ხმამაღლა თქვა, შაბათ-კვირას სახლში დავპატიჟებო. რა გაეწყობოდა. წამოვედი სამსახურში.
მოვრჩი ეთერს. ჩამოვედი, ჩავჯექი მანქანაში. აახლში უნდა წავიდე. თამუნას გაუფრთხილებია ჩვენები – სახლში არ წაიყვანოთო. დავურეკე, სად ხარ-მეთქი. ანჩისხატთან ვარ და გამომიარეო. ვეუბნები – იცოდე, რამე არ იმაიმუნო, თორემ არ ვიცი, რას გიზამ. არა, მარტო ვარ და გამომიარეო. მივედი, შევედი კაფეში და მარტო იყო კი არა, დამახვედრა სუყველა. სიმწრისგან არ ვიცოდი, რა მექნა. სახეზეც მეტყობოდა თურმე. ყურებამდე გაცინებული რომ დავინახე ტორტით სანისთან ერთად, 10 წამში გადამიარა.
ვსხედავართ. ვსაუბრობთ. ვვახშმობთ. რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ, ისე დავჯექი, რომ მთელი სუფრისკენ სახით ვყოფილიყავი. კაფე ორსართულიანია. ჩემ უკან სივრცე რჩებოდა, რომელიც მეორე სართულიდან ჩამომავალ ადამიანს გასასვლელით ქუჩაში აცილებდა. ეს ხდება ჩემ უკან, წინ სუფრაა.
თეფშში თვაჩარგულს უეცრად მესმის ჩვენი სრულიად გადარეული მეგობრის ხმამაღალი და ომახიანი შეძახილი. უფრო, ყიჟინა – გარდამტეხი ისტორიული ეპოქებისთვის დამახასიათებელი. ფეხზე წანომდგარი და რაღაც რევოლუციური ხმით :
თავისუფლება სააკაშვილს !
ავწიე თავი თეფშიდან, აზრზე ვერ მოვედი, რა ხდებოდა.
ვხედავ, ამ გადარეული გოგოს მხარდამხარ ფეხზე წამოდგა თამუნა, შემდეგ ნანა და სამივე ყვირის სწრაფ ტემპში, რომ მოასწრონ ბევრჯერ თქმა :
თავისუფლება სააკაშვილს !
თავისუფლება სააკაშვილს !
თავისუფლება სააკაშვილს !
გადავხედე მაგიდას. ხალხი გაოგნებული ზის. კაფეში სხვა სტუმრებიც იყვნენ. მათი შოკირებული სახეებიც დავინახე.
რამდენიმე წამის შემდეგ – რა მოხდა ? რა მოხდა ? ყველა ერთმანეთს ეკითხება.
აი, თურმე რა მოხდა. ამ გოგომ იცნო სახელმწიფო დაცვის ბიჭები. დაასკვნა, რომ ვიღაც უნდა ყოფილიყო კაფეში, მეორე სართულზე, ოღონდ ზუსტად არ იცოდა, ვინ. დააინტერესა.
როგორც კი ჩამოვიდა, იცნო და დაიწყო შეძახილები.
აღმოჩნდა, რომ მეორე სართულიდან ჩამოვიდა და ჩემ უკან ჩაიარა იუსტიციის მინისტრმა დაცვასთან ერთად. აი, სწორედ მას უყვიროდნენ ეს ქალები :
თავისუფლება სააკაშვილს !
თავისუფლება სააკაშვილს !
თავისუფლება სააკაშვილს !
უკან არ მოუხედავს, ისე დაუტოვებია ტერიტორია მინისტრს.
დიპლომატებს ხვდებოდა კაფეში.
ერთ-ერთ გაოგნებულ დიპლომატ ქალს თურმე ფეხი გადაუბრუნდა გასასვლელში.
ეს იყო ერთდროულად ისეთი ძველი, რევოლუციური და ისეთი თანამედროვე წამი. სიბრაზისგან სახეზე აჭარხლებული ქალი, რომელიც ხელისუფალს უყვირის თავისუფლება სააკაშვილს ! თავისუფლება მიშას კი არა, თავისუფლება სააკაშვილს !
ამაშიც იყო რაღაც დიდებული. რატომ – თავისუფლება სააკაშვილს და არა მიშას !
მგონი იყო აქ რაღაც ძველი დროიდან გამოყოლილი. შეიძლება, ვცდები, მაგრამ მაინც ასე მგონია :
ეს ჩვენი გადარეული გოგო 2012 წლამდე სააკაშვილი ისეთი კრიტიკოსი იყო, ყურში არ გაიგონება. შემდეგაც სულ აკრიტიკებდა. ახლაც კი ბრაზობს ხოლმე მიშაზე რაღაცების გამო, მაგრამ თან მის გათავისუფლებას მოითხოვს !
თავისუფლება სააკაშვილს – ყველაფერი იყო ამ ფრაზაში: მიშაზე წყენაც, ამ მდგომარეობაში რომ ვართ ახლა მთელი ქვეყანა, და ხმაში – უკიდურესი გაბრაზება ივანიშვილის უსამართლობაზე.
აი, ასეთი ადამიანია. კიდევ ერთხელ აღმაფრთოვანა. სად იყო რატი ბრეგაძე, ეს გოგო რომ მიშას უპირისპირდებოდა. სად იყო ბიძინა ივანიშვილი, ეს გოგო რომ სააკაშვილს აკრიტიკებდა. ახლა კი რატი ბრეგაძეს ანუ ივანიშვილს მთელი ხმით უყვირის :
თავისუფლება სააკაშვილს !
სუფრასთან სხვადასხვა პროფეაიის ხალზი იჯდა, მათ სორის ჟურნალისტები კრიტიკული არხებიდან. აზრზე რომ მოვედით, ამ ჩვენს მეგობარ გოგოს ვეუბნებით, რა მაგარი ხარ ! რა მაგარი რამე გააკეთე !
თქვე ყლეებო, მე უნდა ვყვიროდე სააკაშვილის თავისუფლებას ?!
მივხვდი, რომ ბიძინას შანსი არა აქვს. ის დამარცხდება.
თავისუფლება სააკაშვილს – ფრაზა იყო, რომელიც უსამართლობას უპირისპირდება. სიყვარულით კი არა, სიბრაზით ნათქვამი. აი, ესაა მთავარი !
ჩასვით ნებისმიერი გვარი, ვინც გიყვართ ან არ გიყვართ; ჩასვით გვარი, ვისი მომხრე ხართ ან მოწინააღმდეგე; ჩასვით გვარი, თქვენი თუ სხვისი…
და ამ ქვეყანაში ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაიყვირებს –
თავისუფლება … !
დამიჯერეთ, ქალები გადაარჩენენ ამ ქვეყანას !
PS
სტატუსს მასთან შეუთანხმევლად ვწერ და არ დავაკონკრეტებ, ვინაა. ვინც ამოიცნობთ, ნურც თქვენ დაასახელებთ. თუ მოუნდება, თავად ჩვენზე უკეთ იტყვის. მერწმუნეთ, არ მოერიდება.”
თეგები: ბიძინა ივანიშვილივახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved