• რეკლამა
  • კონტაქტი
07:10, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეიძლებოდა თუ არა გარდაცვალების ნაკლები რაოდენობა გვქონოდა? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
12:23 05-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
267

ძალიან ტენდენციური უნდა იყო, თქვა, რომ საქართველოში კლინიკურმა ჯგუფმა თავი ვერ გაართვა თავის ფუნქციას. რას ჰქვია, თავი ვერ გაართვა?! ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკურმა ჯგუფმა უწყებასთან ერთად უმოკლეს დროში უზრუნველყო კოვიდის მართვის ძლიერი პოტენციალის შექმნა და მდგრადობის უზრუნველყოფა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რითაც შესაბამის საკითხზე კრიტიკოსების პოზიციას პასუხობს.

ამასთან, ცერცვაძის შეფასებით, „ჩვენი “გაიდლაინები” და პროტოკოლი ყველა ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში“.

„მკრეხელობაა იმის თქმა, რომ ქაოსი იყო, ღმერთი უნდა სწამდეს ადამიანს, რომ ეს არ თქვას. საქართველოს გარდა, ყველგან ქაოსი და კოლაფსი იყო. ექიმის გარეშე არცერთი ავადმყოფი არ დარჩენილა, პაციენტებს უმაღლესი სტანდარტებით ვმკურნალობთ. არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როცა ვინმე დაზარალდა ექიმის, საწოლების, ჟანგბადის, სუნთქვის აპარატის, ან უახლესი მედიკამენტების ნაკლებობის გამო.

ჩვენ ერთ-ერთმა პირველებმა დავნერგეთ მსოფლიოში ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტები და ინოვაციური მიდგომები. ერთ-ერთმა პირველებმა გამოვიყენეთ „ტოცილიზუმაბი“, „რემდესივირი“, „ბარიციტინიბი“ და მონოკლონური ანტისხეულები. რეგიონში და მსოფლიოში ერთ – ერთმა პირველებმა შემოვიტანეთ „პაქსლოვიდი“. ჩვენთან, ბინაზე გარდაცვალებაც მსოფლიოში ერთ-ერთი დაბალი იყო. როგორ შეიძლება ითქვას, რომ თავი ვერ გაართვა კლინიკურმა ჯგუფმა?! კლინიკურ ჯგუფს ამაზე მეტი რა უნდა გაეკეთებინა?! ამას ძალიან ცოტა ამბობს, ზოგი ანგაჟირებული, ზოგი ჩასაფრებული. ამას ის ადამიანები ამბობენ, ვისაც სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა, არ უხარიათ, აღიზიანებთ, რომ კლინიკურმა ჯგუფმა ძალიან კარგად გაართვა თავი პანდემიის მართვას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ხედავს თუ არა პანდემიის მართვის პროცესში დაშვებულ ხარვეზებს და შეცდომებს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, კლინიკურ მართვაში სერიოზულ შეცდომას ვერ ხედავს, თუმცა პანდემიის მართვაში სერიოზული შეცდომები იყო.

„რა თქმა უნდა, უშეცდომო არავინ არის. ალბათ, გვქონდა შეცდომები. პირდაპირ გეუბნებით, რომ კლინიკურ მართვაში სერიოზულ შეცდომას ვერ ვხედავ. ჩვენი ჯანდაცვის პირობებში ყველაფერი ახლიდან შევქმენით. ოჯახის ექიმების ინსტიტუტი ძალიან სუსტი იყო და ნახეთ, ახლა როგორი ძლიერია.

პანდემიის მართვაში კი სერიოზული ხარვეზები იყო. პირველი ეს არის პირბადეების ტარების ძალიან დაბალი მაჩვენებელი. თუ ჩრდილოეთ ევროპაში 80-95% იყენებდა, საქართველოში ეს მაჩვენებელი სხვადასხვა დროს 28-45%-მდე იყო. მთავრობას რაღაც უნდა ექნა, კერძოდ, ან კონტროლის მექანიზმები უნდა გაეძლიერებინა, ან მეტად დაერწმუნებინა მოსახლეობა, რომ პირბადე აუცილებელია. მეორე ძალიან სერიოზული ნაკლი იყო დაბალი ვაქცინაცია. დღეს, ვაქცინირებულია მოსახლეობის მესამედი. მე პირბადეების ტარებაში უფრო ვხედავ ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას, ვიდრე ვაქცინაციაში. ვიცი, რომ ვაქცინაციისთვის ყველაფერი გააკეთა მთავრობამ. საუკეთესო ვაქცინები გვქონდა, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები იყო. პირველი სამწუხარო შემთხვევის შემდეგ არცერთი ფატალური შემთხვევა არ გვქონია. ფინანსურ წახალისებას აკეთებდა, ღარიბი ქვეყანა ვართ ამაზე მეტი რა უნდა გაეკეთებინა?!

მესამე ხარვეზი ქართული ტრადიციებიდან და პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარეობდა, რაც ხალხმრავალი შეკრებები იყო. ნუ მოვახდენთ პოლიტიზაციას, ორივე მხარე თანაბრად სცოდავდა, როდესაც პოლიტიკური შეკრებები იყო და პირბადის ტარება არ ხდებოდა. რაც შეეხება ტრადიციულ ნაწილს, ჩვენ „ლოკდაუნების“ დროს უარს არ ვამბობდით ქორწილებსა და ქელეხებზე. შეიძლებოდა თუ არა საქართველოში პანდემიის უკეთ მართვით გარდაცვალების ნაკლები რაოდენობა გვქონოდა? – რა თქმა უნდა, შეიძლებოდა“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved