კლინიკა „ვივამედთან“, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოკვლევებისთვის უნდა გადაიყვანონ, ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ადგილზე იმყოფებიან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები. არსებული ინფორმაციით, სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის ციხიდან სამედიცინო დაწესებულებაში მალე დაიწყება.
„ფორმულას“ ინფორმაციით, „ვივამედის“ მე-5 სართული სრულად არის მოწყობილი მიხეილ სააკაშვილისთვის.
კომენტარები