“აზოვის პოლკის” მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ “აზოვსტალის” ქარხანაში ვითარება უმძიმესია.
მისი თქმით, დაშავებულებისთვის წამლები არ აქვთ.
“ბიჭები კვდებიან, წამლები არასაკმარისია. იძულებულები ვართ ოპერაციები ანესთეზიის გარეშე ჩავატაროთ. თუ მესამე მხარე არ დაგვეხმარება, კატასტროფა იქნება. საერთაშორისო პარტნიორებისგან გარანტიებია საჭირო და პუტინზე ზეწოლა იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებსაც მასთან საუბარი შეუძლიათ”, – ამბობს პალამარი.
კომენტარები