რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 26 წლის ბიჭმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
შვილის ცხედარი მამამ, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში იპოვა.
ოჯახის ახლობლებსა და გარდაცვლილის მეგობრებს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. მათი თქმით, ბიჭის ცხოვებაში არსებული რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
კომენტარები