რუსული პროპაგანდისტული ხრიკი 9 მაისის აღლუმზე – “დიდი დეპრესიის” პერიოდის ცნობილი ამერიკელი მძარცველი წყვილი ბონი და კლაიდი, რუსეთში, 9 მაისს “გამოჩნდნენ”, როგორც “ომის მსხვერპლები”. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, რუსულ პროპაგანდისტულ “1 არხზე” დიდი კონცერტი გადაიცემოდა, რომელიც მოსკოვში ჩატარდა. ამ კონცერტზე ამერიკელი მძარცველები მეორე მსოფლიო ომის დროს დაშორებულ წყვილებს შორის აჩვენეს.
კერძოდ, სიმღერის – “რომ არ ყოფილიყო ომი” შესრულების დროს, უკანა ფონზე გაუშვეს სლაიდშოუ და აჩვენეს მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაშორებული წყვილების ფოტოები. ასეთ წყვილებს შორის გამოჩნდა ბონი პარკერისა და კლაიდ ბაროუს ერთობლივი ფოტოები.
კომენტარები