მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი გრძელდება. რუსული ავიაცია და არტილერია ქარხნის ტერიტორიას განუწყვეტლივ ბომბავს, თუმცა როგორც აზოვის პოლკის მებრძოლები აცხადებენ, ისინი ტყვედ ჩაბარებას არ აპირებენ და ბოლომდე იბრძოლებენ. მარიუპოლის მცველები ხელისუფლებას მათ გადასარჩენად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, მარიუპოლის განბლოკვა სამხედრო ოპერაციის გზით შეუძლებელია და საკითხის მოგვარებას უკრაინული მხარე, დიპლომატიური მოლაპარაკების გზით ცდილობს.
„მარიუპოლის განბლოკვა სამხედრო გზით შეუძლებელია. უკრაინას არ აქვს მძიმე შეიარაღება, რომ ამის გაკეთება შეძლოს. რუს სამხედროებს, რუსეთის არმიას, არმიის ხელმძღვანელობას და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ სურთ ჩვენი სამხედროების გათავისუფლება. რუსეთი ცვლის სამხედროებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ტყვეები არიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
კომენტარები