მდინარე არაგვში ჯომარდობის დროს ტურისტი დაიღუპა.
ტურისტები ინდოეთიდან საქართველოს დასათვალიერებლად რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ტურისტი, რომელიც ნავზე იმყოფებოდა ფოტოს გადაღების მიზნით ფეხზე წამოდგა და სწორედ ამის შემდეგ ნავზე მყოფი ოთხი პირი ადიდებულ მდინარეში გადავარდა, მათ შორის არის მცირეწლოვანი. ბავშვის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ.
კომენტარები