ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დღეს გაგრძელდება. მარიუპოლში არსებული ვითარების შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ევაკუაცია ადგილობრივი დროით 12 საათზე დაიწყება.
გაეროს ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელმა, მარტინ გრიფიტსმა განაცხადა რომ მიმდინარეობს მესამე ოპერაცია მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.
მან იმედი გამოთქვა, რომ „ბნელ ჯოჯოხეთში“ დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა უსაფრთხო განხორციელდება.
კომენტარები