იაპონიის პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, როდესაც მან დაასრულა თავისი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ევროპის ტურნე. ამის შესახებ CNN წერს.
გამოცემის ცნობით, სანქციები მოიცავს დამატებით 140 პირის და ზოგიერთი რუსული ბანკის აქტივების გაყინვას.
პრემიერის თქმით, რუსეთში ექსპორტის აკრძალვას 70 სამხედრო სუბიექტი დაემატება, მათ შორის კვანტური კომპიუტერები და მაღალტექნოლოგიური პროდუქტები.
„იაპონია G7-ის სხვა ქვეყნებთან ერთად არ მოითმენს რუსეთის ქმედებებს, იაპონია უკრაინის გვერდით დგას“, – განაცხადა პრემიერმა.
ახალი სანქციები რუსეთის მიმართ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც თავად რუსეთმა ოთხშაბათს სანქციები დაუწესა 63 იაპონელ ოფიციალურ პირს, მათ შორის თავად კიშიდას.
კომენტარები